top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ლატერანის ბაზილიკის კურთხევის დღესასწაული – 9 ნოემბერი



ლატერანის ბაზილიკის კურთხევისდღესასწაული არის ზეიმი, რომლის ისტორიული ფესვები მეოთხე საუკუნის პირველ ნახევრიდან, ქრისტიანთა სასტიკი დევნის დასასრულიდან და კონსტანტინეს მოსვლიდან მომდინარეობს.


ამ ლიტურგიული ზეიმის სრულად გაგება შეუძლებელია, ჩვენ ჯერკიდევ დღემდე ჩვეულებრივ ვუწოდებთ "ლატერანის წმინდა იოანეს ბაზილიკას".


გვიანდელ ანტიკურ წყაროებში კი, ნაგებობას ადგილის მიხედვით – ლატერანენსის ბაზილიკა; დამკვეთის მითითებით – კონსტანტინეს ბაზილიკა და მხსნელის ბაზილიკა ეწოდებოდა. ხოლო ადრეულ შუა საუკუნეებში ეკლესიას ეწოდა წმინდა იოანეს ბაზილიკა.


ლატერანის ბაზილიკის კურთხევის დღესასწაული არის ლიტურგიული დღესასწაული, რომელიც პატივს მიაგებს ქრისტიანობის პირველ ოფიციალურ ძეგლს. იგიპირველად 318 წლის (ან 324 წლის) 9 ნოემბერს, პაპმა სილვესტერ I-მა (314-335) აკურთხა. იმავე პერიოდში, როგორც Liber Pontifcalis-ში ვკითხულობთ - VI საუკუნის დასაწყისიდან რომში შედგენილი პაპების ბიოგრაფიების კრებული იყო უდიდესი საჩუქარი, რომელიც იმპერატორმა გააკეთა ლატერანის ეკლესიის სასარგებლოდ. ეს არის ძვირფასი ნივთების ლიტურგიულ ძღვენთა სერია, მათ შორის შვიდი ვერცხლის საკურთხეველი, რომელთა შესახებ, სამწუხაროდ, არაფერი ვიცით.


ეს ისტორიული მოქცევაა, რომელიც ცნობილია "სამეფო ძალაუფლების" სახელწოდებით, მიკვლეულია 313 წლის მილანის ცნობილი ედიქტით, ხაზად გასდევს ლატერანში წმინდა იოანეს შთამბეჭდავი ბაზილიკის სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც დაიწყო პონტე მილვიოს 312 წლის ბრძოლის დასრულებისა და კონსტანტინეს გამარჯვებისთანავე.


კონსტანტინეს მიერ მიღებულ პოლიტიკაში, რომ ქრისტიანული რელიგია გამხდარიყო იმპერიის გაერთიანების ნიშანი, იმპერატორმა გადაწყვიტა ეკლესიისთვის დაებრუნებინა არა მხოლოდ დევნის პერიოდში ჩამორთმეული ქონება, არამედ ხელმისაწვდომი გაეხადა ეს ყველაფერი ქრისტიანული თემისათვის. ასევე სხვადასხვა ქალაქის კედლის კიდეებზე არსებული მიწები, რაც შემდგომი წლების განმავლობაში რომაული „ქრისტიანობის დედაბოძი“ იყო.


კონსტანტინეს ეპოქის ნაშთები დღესაც ნაწილობრივ ჩანს ბორომინის მიერ 1646-1650 წლებში აშენებული რომის ამჟამინდელი ტაძრის მოპირკეთების საფარქვეშ. ფილიპო გალიარდის 1600-იანი წლების მეორე ნახევრის ნახატზე, რომელიც დაცულია სან მარტინო აი მონტის ეკლესიაში (რომი), ჯერ კიდევ ჩანს ბორომინის წინარე ლატერანის ბაზილიკა.


გარდა ამისა, 1934-1938 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ლატერანის ბაზილიკის ქვეშ აჩვენეს პირველი და მეორე საუკუნეების სახლები, სავარაუდოდ ლატერანთა ოჯახის სასახლის ნაშთები, მათ სახელი დაარქვეს ამ ტერიტორიას, შემდგომ კი ქონება გადავიდა იმპერატორის კონტროლის ქვეშ.

კონსტანტინეს ნაგებობის მშენებლობის პროცესში, კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ნამუშევარია აგებული და ეს არის ლატერანის კომპლექსში არსებული ბაპტისტერია,(ნათლობის ადგილი) რომელიც თავად იმპერატორმა ააგო ბაზილიკას მახლობლად და Liber Pontificalis-ში მოხსენიებულია, როგორც fons sanctus. ეს ბაპტისტერიუმი, ნაგებობის ადგილის მიხედვით,სადაც განთავსებულია ნათლობის ემბაზი, არის უძველესი წმინდა ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნათლობის საიდუმლოს რიტუალისთვის, რაც ლატერანის ბაზილიკას ხდის "ქრისტიანული ეკლესიების წინასახედ".


ლატერანის ბაზილიკის მიძღვნის დღესასწაული სწორედ ამ ისტორიულ და არქეოლოგიურ მოგონებებს ბადებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იქცა იმპერიული ძალის მიერ აქამდე მტრული იმპერიის, ქრისტიანული თემის „რელიგიური ტოლერანტობის“ დაპყრობის სიმბოლოდ; მიღწევა, რომელიც ცნობილი ფრანგი ისტორიკოსისა და არქეოლოგისთვის პოლ ვეინისთვის, წარმოადგენს „ქრისტიანული ევროპის“ დასაწყისს.


თავდაპირველად, რომის კათედრის მიძღვნის ლიტურგიული დღესასწაული მხოლოდ ქალაქ რომის საზღვრებში აღინიშნებოდა. ხოლო, მოგვიანებით, 1724 წელს - ბენედიქტემეცამეტის პაპობის დროს, ეს საზეიმო ცერემონია გავრცელდა რომაული წესის ყველა ეკლესიაზე, რათა პატივი მიეგოთ რომის და მსოფლიოს ყველა ტაძრისთვის.


წყარო: www.acistampa.com


შოთა გიქოშვილი
bottom of page