top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ლიტურგიული საკითხავების მკითხველთა მორიგი შეხვედრა დაიგეგმა




13 მარტს, ლიტურგიული საკითხავების მკითხველთათვის, მორიგი შეხვედრა გაიმართება. იგი ონლაინ ფორმატშია დაგეგილი და „სკაიპის“ საშუალებით, 17:30 საათზე დაიწყება.


შეხვედრები იმართება საკითხავების მკითხველთათვის, მედავითნეების ანუ ფსალმუნის მგალობლებისთვის, სახარების გამცხადებელი - დიაკვნებისთვის, ასევე მღვდლებისა და მონაზვნებისთვის.


ამ შეხვედრის თემაა – ბიბლია, სტრუქტურა დამისი რაობა. წმიდა წირვის საკითხავების თანრიგიდა ერთმანეთთან კავშირი/დამოკიდებულება.


შეხვედრის ორგანიზატორები არიან მამა გაბრიელე ბრაგანტინი და მამა პაატა ქომოშვილი.


„შეხვედრის მიზანია საკრებულოს დახმარება, რათა უფრო მომზადებული და კომპეტენტური მსახურებით აღევლინოს წირვა და განსაკუთრებით სიტყვის ლიტურგიის ნაწილი. ასევე, თუ ვინმეს სურდა გასულ შეხვედრაზე მონაწილეობა დარაიმე მიზეზითვერ შეძლო, თავისუფლად შეუძლია შემოგვიერთდეს აღნიშნულ შეხვედრაზე! სკაიპში ჯგუფის სახელია - ლიტურგიული შეხვედრა!“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


მსგავსი ლიტურგიული შეხედრები უკვე გაიმართა დეკემბრისა და იანვრის თვეებში.


თაკო ფეიქრიშვილი
bottom of page