top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ლოცვას სასწაულების მოხდენა შეუძლია’ – პაპი

პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს ლუხანში მომხდარი სასწაულის შესახებ უამბო, რომელსაც თავად შეესწრო. მის თქმით, პატარა გოგონა მამის ლოცვის შემდეგ ერთ ღამეში განიკურნა – „ლოცვას სასწაულების მოხდენა შეუძლია“.

„ერთი ამბავი მახსენდება, რომლის მოწმეც თავად ვიყავი. ბუენოს–აირესში ყოფნის დროს, ეპარქიაში, სადაც ვმსახურობდი, იყო წყვილი, რომელსაც 9 წლის დასნებოვნებული გოგონა ჰყავდა. ექიმები ვერ მიხვდნენრა დაავადება ჰქონდა პატარას. ბოლოს, ერთ–ერთმა მედიკოსმა დედას სთხოვა, რომ დაერეკა ქმრისთვის. იმ დროს მისი ქმარი სამსახურში იყო. ეს ცოლ–ქმარი მშრომელები იყვნენ, ყოველდღე მუშაობდნენ. საავადმყოფოში მისულ მამას ექიმმა უთხრა, რომ ბავშვი იმ ღამესვერ გაატანდა:ამ დაავადებისწინაშე უძლურნი ვართო. ალბათბავშვის მამა ყოველდღიურ წირვებზე არ დადიოდა, მაგრამ დიდი რწმენა ჰონდა. მას შემდეგ, რაც ექიმი ესაუბრა, მან ცრემლიანმა დატოვა საავადმყოფოში ცოლ–შვილი, დაჯდა მატარებელში და 70 კილომეტრი გაიარა, რომ ლუხანის ღვთისმშობლის ბაზილიკამდე მისულიყო (ლუხანის ღვთისმშობელი არგენტინის მფარველია).დაახლოებით საღამოს 22:00საათი იყო და ბაზილიკა უკვე დაეკეტათ. ის კი ბაზილიკის კარს ჩაეხუტა და მთელი ღამე ღვთისმშობლისადმი ლოცულობდა... ასე იბრძოდა თავისი შვილის ჯანმრთელობისთვის. ეს არ არის გამოგონილი ამბავი. მე ეს ჩემი თვალით ვნახე და ამ ადამიანის ბრძოლა განვიცადე.


დილის 06:00 საათზე ტაძარი გაიღო, მამა შიგნითშევიდა, ღვთისმშობელი მოინახულადა უკან დაბრუნდა. როცა საავადმყოფოში მივიდა, ვერ იპოვა თავისი ცოლი და იფიქრა, რომ გოგონა ცოცხალი აღარ იყო. ამბობდა: „არა, ღვთისმშობელი ამას არ გამიკეთებდაო“. ბოლოს, იპოვა ღიმილიანიცოლი, რომელმაც ახარა: „არ ვიცი რა მოხდა, ექიმები ამტკიცებენ, რომ რაღაც შეიცვალა და გოგონა გამოჯანმრთელდაო“.


ამმამაკაცმა, რომელიც მთელი ღამელოცვით იბრძოდა, ღვთისმშობლისგან მადლი მიიღო, ღვთისმშობელმა მისი შეისმინა. მე თვითონ ვნახე ეს. ლოცვა სასწაულებს ახდენს. ზოგჯერ მადლს ვითხოვთ, მაგრამ ამას ვაკეთებთ სურვილის გარეშე, ბრძოლის გარეშე: ანუ სერიოზულად არ ვითხოვთ რამეს. ლოცვა ბრძოლაა და უფალი ყოველთვის ჩვენთანაა“, – განმარტა პაპმა ფრანცისკემ.

bottom of page