რომის პაპმა ფრანცისკე მორწმუნეებს ახსენებს, რომ 11 ივნისს კათოლიკე ეკლესია იესოს უწმინდესი გულის დღესასწაულს ზეიმობს, „რომელშიც, ღმერთმა კაცობრიობას თავისი სიყვარული გაუმჟღავნა“. პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა ამ დღესასწაულზე ხშირად გაიმეორონ სიტყვები: „იესო, მდაბალო გულით, გარდაჰმქენი ჩვენი გულები შენი გულის მსგავსად და გვასწავლე მთელი გულით შეგიყვაროთ შენ და მოყვასი“.
„ივნისიში შეგვიძლია წარვდგეთ იესოს წინაშე ლოცვებით და შევწიროთ ჩვენი დაღლილობა. სწორედ ის მოგვმადლებს სიმშვიდეს და შევძლებთ ვისწავლოთ იმისგან, ვინც არის გულით მდაბალი (მათ.11,29)“, – აღნიშნა პაპმა და სთხოვა მორწუმეენს ლოცვებით მოიცვან ყოველდღიური რუტინა და შესწირონ იგი ღმერთს, როგორც მისი მოსაწონი ძღვენი.
„ლოცვა არის სიცოცხლის სუნთქვა. ჩვენ, ყველანი მოწოდებულნი ვართ ვიცხოვროთ ლოცვით, რათა იგი გახდეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. ქრისტიანული ცხოვრების ამოსუნთქვას საფუძვლად უდევს ლოცვა, მას გვერდს ვერ ავუვლით. ნაყოფიერი და ჯანსაღი ქრისტიანული ცხოვრებისათვის ის აუცილებელია. მოდით, ჩვენს ყოველდღიურობაში გამოვნახოთ დრო სულიერი ცხოვრებისა და ფიქრისათვის, შევწიროთ უფალს ჩვენი საზრუნავი, ემოციები და იმედი ჩვენსა და მთელი სამყაროსათვის. მხოლოდ მაშინ გავხდებით ქრისტეს მოწაფეები. დაე, უფალი დაგვეხმაროს, რათა ჩვენი გულები სცემდნენ მის გულისცემასთან ერთად. დაე, განწმინდოს ჩვენი გულები ღმერთმა ყოველგვარი მიწიერისაგან, გეოსიმისა და ჰაოსისაგან. უფალმა აღავსოს ჩვენი გულები ქრისტეს სიყვარულით, რათა მისი სახის წინაშე მოვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე“.
2021 წელს, პოლონეთის კათოლიკე ეკლესიაში ეს დღესასწაული მიეძღვნება იესოს უწმინდესი გულისადმი მთელი ერის მიძღვნის ასწლეულს. მთელი ქვეყნის ეპისკოპოსები ამ წელს განაახლებენ ამ ისტორიულ აქტს.
წმინდა მამამ მოუწოდა პოლონელ ხალხს განიმსჭვალონ ღვთის სიყვარულით და იღვაწონ სიყვარულის ცივილიზაციის შესაქმნელად.
შეხვედრის ბოლოს, რომის პონტიფიკმა თავის ლოცვებში მიანდო ღმერთს ყველა მოხუცებული, ახალგარზდა, ავადმყოფი და მოზარდი.
წყარო: www.vaticannews.va
თარგმანი – შოთა გიქოშვილი
Comentarii