რომში კათოლიკე ბავშვების შეხვედრის პირველი მსოფლიო დღე დაიგეგმა. პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, ბავშვთა მსოფლიო დღე 2024 წლის მაისში გაიმართება.
ახალგაზრდების მსოფლიო დღის მსგავსად, ბავშვთა მსოფლიო დღეც, რომში, 2024 წლის 25-26 მაისს ჩატარდება.
“როგორი მსოფლიო გვსურს დავუტოვოთ ბავშვებს, რომლებიც იესოს მსგავსად იზრდებიან? მოდით, ბავშვები დავაყენოთ ცენტრში და ვიზრუნოთ მათზე”, - თქვა პაპმა.
ინიციატივის ორგანიზების პასუხისმგებლობა დაეკისრა ვატიკანის კულტურისა და განათლების დეპარტამენტს. ამ სპეციალური დღის ჩატარების იდეა სრულად მიეძღვნებათ ბავშვებს.
ინიციატივა წმინდა მამას ივლისში, ვატიკანის მედიის პოდკასტის “Popecast”–ის მიმდინარეობის დროს, 9 წლის ალესანდრომ მიაწოდა.
“ძალიან მომეწონა ეს შესანიშნავი იდეა. ვნახოთ ამ საქმიდან რა გამოვა”, - აღნიშნა წმინდა მამამ ივლისში.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments