მაისი ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი თვეა. შესაბამისად, მთელი თვის განმავლობაში,ვატიკანში მარიამისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ყველა მათგანი ერთიანდება სახელწოდებაში – Mater Ecclesiae.
მთელი მაისის განმავლობაში, ოთხშაბათობით აღევლინება “მოძრავი ლოცვა”. 16.00 საათიდან წმინდა პეტრეს საკათედრო ტაძრის ატრიუმიდან დაიწყება პროცესია და ღვთისმშობლის ძირითად ხატებთან იქნება შეჩერებები. ლოცვა 17:00 საათზე, წმინდა წირვით დასრულდება.
შაბათობით, 21:00-დან 22:00 საათამდე, წმინდა პეტრეს მოედანზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით გაიმართება ჩირაღდნიანი მსვლელობა, რომელსაც დაერთვება სავარდის ლოცვა. მას კარდინალი ანჯელო კომასტრი გაუძღვება.
Mater Ecclesiae - ეკლესიის დედის ხატი არის კონსტანტინეს ბაზილიკის ერთ-ერთ სვეტზე. ლიტურგია, იესო ქრისტეს მოციქულებს ეკლესიის სვეტს და საძირკველს უწოდებს, რაც გულისხმობს ზეციური იერუსალიმის ხილვას, რომელიც აღწერილია გამოცხადების წიგნში წმ. იოანე მახარებლის მიერ.
1981 წელს, მკვლელობის მცდელობის შემდეგ, წმინდა იოანე პავლე II-მ აკურთხა Mater Ecclesiae-ით შთაგონებული მოზაიკა და გამოთქვა სურვილი, რომ „ყველა, ვინც აქ, წმინდა პეტრეს მოედანზე მოვა, აღაპყროს მისკენ მზერა შვილობრივი სასოებით, მისალმებითა და ლოცვით”.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments