top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მამა კონსტანტინე აკოფაშვილი პეტრე-პავლეს ტაძრის ვიკარად დაინიშნა

ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს გადაწყვეტილებით, მამა კონსტანტინე აკოფაშვილი თბილისში, წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძრის ვიკარად დაინიშნა.


ree

ახალ ადგილზე მსახურებას მღვდელმსახური ეპისკოპოსის დეკრეტის საფუძველზე, 2025 წლის 23 ოქტობრიდან შეუდგა.


2023 წლიდან, წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძარში ვიკარი იყო მამა მიხეილ სურმავა.


რაც შეეხება მამა კონსტანტინე აკოფაშვილს, იგი მღვდლად 2022 წლის 4 ივნისს ეკურთხა, კურთხევის შემდეგ სასწავლებლად გაეგზავრა იტალიასა და მალტაზე.


2025 წლის აპრილში იგი საქართველოში დაბრუნდა და დროებით მსახურებდა ჯერ ახალციხის, შემდეგ კი არლისა და უდის სამრევლოებში. ამავე პერიოდში იგი კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტოს catholic.ge -ს კოორდინატორი და პასუხისმგებელი პირი გახდა.



Comments


bottom of page