top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

„მამობრივ გულს“ - მამა ჩრდილში


პაპ ფრანცისკეს სამოციქულო გზავნილი „Patris corde“ეძღვნება წმინდა იოსების, საყოველთაო ეკლესიიმფარველად გამოცხადების 150 წლისთავს.


თავი VII


მამა ჩრდილში


პოლონელი მწერალი იან დობრაჩინსკი თავის რომანში „მამის ჩრდილი“ აღწერს წმიდა იოსების ცხოვრების ისტორიას. იოსების პიროვნების აღწერისთვის მწერალი იყენებს ჩრდილის მაგალითს. იოსები იესოსთან მიმართებაში იყო ზეციერი მამის მიწიერი ჩრდილი. ის იცავდა და პატრონობდა იესოს, ყველაფერს აკეთებდა, რათა იესო გზიდან არ გადავარდნილიყო.


შეგვიძლია გავიხსენოთ უდაბნოში მოსეს მიერ ისრაელიანთა მიმართ ნათქვამი სიტყვები: „გატარებდა უფალი ღმერთი შენი, როგორც თავის შვილს ატარებს კაცი, მთელს თქვენ სავალ გზაზე, ვიდრე აქამდე მოხვიდოდით“ (მეორე რჯულ. 1.31). ზუსტად ასე ატარებდა იოსები იესოს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე.


მამებად არ იბადებიან, მამები ხდებიან. მამაკაცი მამა მაშინ კი არ ხდება, როცა მხოლოდ ბავშვის მოვლინებაში მიიღებს მონაწილეობას, არამედ მამა მაშინ არის, როცა იგი სრულად კისრულობს პასუხისმგებლობას იზრუნოს შვილზე. ყოველთვის, როცა მამაკაცი მეორე ადამიანზე ზრუნავს, იგი გარკვეული გზით ხდება მამა იმ მეორე ადამიანისთვის.

დღეს, ხშირად გვგონია, რომ ბავშვები, რომლებმაც მამები დაკარგეს, ობლები არიან. მამები ეკლესიასაც სჭირდება. წმინდა პავლეს სიტყვები კორინთელთა მიმართ ზუსტად რომ თანადროულია: „შეიძლება მრავალი აღმზრდელი გყავთ, მაგრამ არა - მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში მე გშობეთ თქვენ“(1კორ. 4.15). ყოველ მღვდელსა და ეპისკოპოსს შეუძლია დაამატოს მოციქულთან ერთად: „მე გავხდი შენი მამა ქრისტე იესოში სახარების მეშვეობით“. მოციქული აქვე გალატელებს ეუბნება: „შვილნო ჩემნო, რომლეთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე“(გალ.4.19).


იყო მამა, ნიშნავს შვილებს ასწავლო ცხოვრებისა და რეალობის შეცნობა. ნუ ჩაებღაუჭებით საკუთარ შვილებს მეტისმეტად, მიეცით მათ საშუალება მიიღონ გადაწყვეტილებები თავისუფლად, დატკბნენ და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ტრადიციისამებრ, იოსებს უწოდებენ „უბიწო“ მამას. ეს არ არის ემოციებიდან გამომდინარე მინიჭებული ტიტული, არამედ ეს არის ეგოიზმის საწინააღმდეგო გამოთქმა. უბიწოება არის თავისუფლება და ეგოიზმისგან განთავისუფლება ნებისმიერ სფეროში. სიყვარული ნამდვილი მხოლოდ მაშინ არის, როცა ის უბიწოა. ეგოისტური სიყვარული საბოლოოდ იღებს საფრთხისშემცველ ფორმას. ასეთი სიყვარული ავიწროებს ადამიანს და მოაქვს განსაცდელი. ღმერთმა კაცობრიობა შეიყვარა უბიწო სიყვარულით. მან დაუშვა, რომ გზიდან გადავვარდნილიყავით და მის წინააღმდეგაც კი წავსულიყავით. სიყვარულის ლოგიკა მის თავისუფლებაშია. ზუსტად ასეთი თავისუფალი სიყვარულით უყვარდა წმინდა იოსებსაც. მას არასდროს ჰქონია სურვილი ყოფილიყო მოვლენების ცენტრში, იგი არ ფიქროდა საკუთარ თავზე, არამედ ზრუნავდა მარიამსა და იესოზე.


იოსებს არა მხოლოდ თვითშეწირვა, არამედ თვითმიძღვნაც აბედნიერებდა. ჩვენ მასში ვერ ვპოულობთ იმედგაცრუებას, არამედ მხოლოდ ნდობას. მის მოთმინებაში გამოხატული იყო კონკრეტული ნდობა. ჩვენს სამყაროს სჭირდება ნამდვილი მამები, ტირანების, რომლებიც სხვისი ტანჯვების ხარჯზე ინაზღაურებენ საკუთარ საჭიროებებს, ადგილი აქ არ არის. უფალი არ იღებს მათ, რომლებსაც ერევათ ძალაუფლება ავტორიტარიზმში, მსახურება მლიქვნელობაში, დისკუსია ჩახშობაში, გულმოწყალება მენტალიტეტში, სიმდიდრე განადგურების ძალაუფლებაში. მოწოდება იბადება პირადი, მოწიფული მსხვერპლის გაღებით, მღვდლობა და ბერ-მონაზვნობაც საჭიროებს ასეთ მოწიფულობას. ჩვენი საკუთარი თავის მიძღვნა არ იქნება საკმარისი ჩვენს მოწოდებაში, როგორიც უნდა იყოს იგი, თუ შევერდებით მხოლოდ მსხვერპლშეწირვაზე, იმის მაგივრად, რომ გავხდეთ სილამაზისა და სიყვარულის ნიშანი. ხშირად შეიძლება საკუთარი თავის მიძღვნა გამომდინარეობდეს საკუთარი უბედურებიდან, ტკივილიდან ანდა იმედგაცრუებიდან.


უნდა გვახსოვდეს, რომ მამობრიობა არანაირ კავშირში არ არის ეგოისტურ სიყვარულთან, რაღაც თვალსაზრისით ჩვენ ყველანი მამები ვართ. ზეციერი მამის ჩრდილი, რომელიც „უბრძანებს მზეს ამოვიდეს კეთილთა თავზე და რომელიც წვიმას უგზავნის მართალთ და უსამართლოთ“ (მათ.5.45). ჩრდილი, რომელიც თან სდევს მის ძეს.

თარგმანი - შოთა გიქოშვილი

ამავე გზავნილის შესახებ:


შესავალი - პაპ ფრანცისკეს სამოციქულო გზავნილი „მამობრივ გულს“

თავი I - საყვარელი მამა

თავი II - ნაზი და მოსიყვარულე მამა

თავი III - მორჩილი მამა

თავი IV - მიმღები მამა

თავი V - შემოქმედებითად მამაცი მამა

თავი VI - მშრომელი მამა

bottom of page