პაპ ფრანცისკეს სამოციქულო გზავნილი „Patris corde“ეძღვნება წმინდა იოსების, საყოველთაო ეკლესიიმფარველად გამოცხადების 150 წლისთავს.
თავი IV
მიმღები მამა
იოსებმა მიიღო მარიამი, იგი ანგელოზის სიტყვას ენდო: „იოსების კეთილშობილი გული გამომდინარეობს მისი რჯულის ცოდნიდან, მისი ქმედება გულმოწყალებაზეა დამოკიდებული.
დღეს, როცა ჩვენს სამყაროში ასე თვალნათლივ ხდება ქალებზე ფიზიკური, სიტყვიერი თუ ფსიქოლოგიური ძალადობა, იოსები გვევლინება ქალის პატივისმცემელი და გულჩვილი მამაცაკის ხატებად. მიუხედავად იმისა, რომ იგი სრულად ვერ აღიქვამს საერთო მომხდარ სურათს, გადაწყვეტს, რომ დაიცვას მარიამის ღირსება, პატიოსანი სახელი და სიცოცხლე. მის ეჭვებში მთავარი ის არის, რომ მოიქცეს, როგორც უკეთესია. ღმერთი დაეხმარა მას, გაუნათა გონება“.
ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში ხდება ისეთი რაღაცები, რისი არსიც არ გვესმის. ხშირად ჩვენს რეაქციში ჩანს იმედგაცრუება და წინააღმდეგობა. იოსებმა გვერდით გადადო თავისი შეხედულებები, რათა მიეღო მოვლენების განვითარება, როგორი გასაიდუმლოებულიც უნდა ყოფილიყო ის. მან აიღო პასუხისმგებლობა და იქცა თავისი ისტორიის ნაწილად. თუ ჩვენ არ შევურიგდებით საკუთარ ისტორიას, ვერასდროს გადავდგამთ ნაბიჯს წინ და მუდამ დავრჩემით ჩვენი მოლოდინებისა და იმედგაცრუებების ტყვეებად, რომლებიც მუდამ თან გვდევს ცხოვრებაში.
იოსების სულიერი გზა ჩვენთვის არა განმარტება, არამედ მიღებაა. მხოლოდ ამ მიღებით უნდა დავინახოთ უფრო ფართო სურათი და ღრმა არსი. ჩვენ მუდამ ჩაგვესმის იოსების ცოლის ხმა, რომელიც მოუწოდებს ქმარს წინ აღუდგეს საკუთარ ბედს- “სიკეთეს კარგად ვიღებთ უფლისგან, ავის ატანა კი არ გვიდა!“ (იობ.2.10).
ნათელია, რომ იოსები არ გაურბის მოვლენებს, არამედ მყარად და გაბედულად იჩენს ინიციატივას. ჩვენს ცხოვრებაში მიღებისა და აღმოჩენის ნიჭს მხოლოდ სულიწმინდა გვაძლევს, მას შეუძლია მოგვცეს აუცილებელი ძალა, რათა მივიღოთ საკუთარი ცხოვრება ისეთი, როგორიც ის არის, თავისი წინააღმდეგობებით, იმედგაცურებებითა და გაურკვევლობებით.
ჩვენს შორის იესოს გამოჩენა არის მამის მადლი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევურიგდეთ ჩვენი სხეულის ისტორიას მაშინაც კი, თუ მისი გაგება სულად არ ძალგვიძს.
ისე, როგორც იოსებს ეუბნება ღმერთი: „ნუ გეშინია დავითის ძეო“(მათ.1.20). ჩვენც გვეუბნება „ნუ გეშინია“. უნდა მოვიშოროთ ბრაზი და იმედგაცრუება და მივიღოთ ის, რაც არის, მაშინაც კი, თუ ჩვენი სურვილისამებრ არ ხდება. უნდა მივიღოთ არა უბრალოდ თავმდაბლად, არამედ იმედით და გამბედაობით. ასე, ჩვენ უფრო გახსნილები ვიქნებით. ჩვენ ხელახლა ვიშვებით სასწაულებრივი გზით, თუ ჩევნ გაბედულად გავივლით ჩვენს სახარებისეულ ცხოვრებას. თუ გვეჩვენება, რომ ყველაფერი დაკარგულია და უკვე არაფრის გამოსწორება არ შეგვიძლია, გავიხსონოთ, რომ ღმერთს ყვავილების გაზრდა ქვიან ნიადაგზეც კი შეუძლია. თუ ჩვენი გული განგვსჯის, გვახსოვდეს, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე აღმატებულია და ყველაფერი იცის“.(1იოან. 3.20).
აქ კვლავ ვხდვებით ქრისტიანულ რეალობას, რომელიც არანაირად არ უკუაგდებს არსებითს და ძირეულს. რეალობა თავისი საიდუმლოებითა და გადაულხავი სირთულით, ატარებს ექზისტენციალურ არსს თავისი სინათლითა და ჩრდილით. ასე, რომ მოციქული პავლე გვეუბნება: „ღვთის მოყვარულთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილინი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ“. (რომ.8.28) ამას წმინდა ავგუსტინე ამატებს: „ისიც კი, რასაც ბოროტება ეწოდება“ (etiam illud quod malum dicitur). ამ უფრო ფართო პერსპექტივაში, რწმენა ყველაფერს სძენს არსს, იქნება ეს სასიხარულო თუ სამწუხარო მოვლენები. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ რწმენა არის მარტივი და რაიმეს კომფორტული გადაწყვეტა. ქრისტე გვასწავლიდა რწმენის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ წმინდა იოსებში. იგი არ ეძებდა იოლ გზებს, არამედ იგი რეალობას უსწორებდა თვალს და იღებდა თავის წილ პასუხისმგებლობას მოვლენებზე.
წმინდა იოსების ასეთი დამოკიდებულება გვიბიძგებს მივიღოთ სხვა ადამიანები ისეთები, როგორებიც ისინი არიან, ასევე გვასწავლის, რომ ვიზრუნოთ სუსტებზე, ვინაიდან ღმერთი უძლურებს ირჩევს. (1კორ.1.27). იგი არის ობოლთა და ქვრივთა მამა. (ფს.67.6). მე მომწონს იმაზე ფიქრი, რომ იესო წმინდა იოსებისგან იღებდა შთაგონებას შემცოდე ძისა და გულმოწყალე მამის იგავზე. (ლუკ.15.11-32).
თარგმანი: შოთა გიქოშვილი
ამავე გზავნილის შესახებ:
თავი I - საყვარელი მამა
თავი II - ნაზი და მოსიყვარულე მამა
თავი III - მორჩილი მამა
Comentarios