პაპ ფრანცისკეს სამოციქულო გზავნილი „Patris corde“ ეძღვნება წმინდა იოსების, საყოველთაო ეკლესიიმფარველად გამოცხადების 150 წლისთავს.
თავი III
მორჩილი მამა
ღმერთმა, როგორც მარიამს, ისე იოსებს გაუმჟღავნა თავისი მაცხოვნებელი გეგმა. მან ეს გააკეთა თავისი ძის მეშვეობით, ბიბლიაში და სხვა ძველ ერებში ეს ხერხი მისი ნების გამოხატულების გზად ითვლებოდა.
იოსები ძალზედ აღშფოთდა მარიამის უცნაური ორსულობით, მაგრამ მას არ სურდა მისი საჯაროდ შერცხვენა და ამიტომაც გადაწყვიტა, „ფარულად გაეშვა იგი“(მათ.1.19).
პირველ სიზმარში ანგელოზი ეხმარება იოსებს გადაწყვიტოს საკმაოდ სერიოზული დილემა: „ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმინდისაგან არის და შობს იგი ძეს და სახელად დაარქმევ იესოს, ვინაიდან ის იხსნის ადამიანებს თავისი ცოდვებისაგან“(მათ.1.20-21). იოსების პასუხმაც არ დააყოვნა: „სიზმრიდან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა მას“(მათ.1.24). იოსებს დაეხმარა თავისი მორჩილება, რათა გადაელახა ეს დილემა და გადაერჩინა მარიამი.
მეორე სიზმარში ანგელოზი ეუბნება იოსებს: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, გაიქეცი ეგვიპტეში და იყავით იქ, სანამ არ გეტყვი შენ. ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი“(მათ.2.13). მიუხედავად თანამდევი სირთულეებისა, იოსები ისე დაემორჩილა ანგელოზს, არც კი დაფიქრებულა. „ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი ეგვიპტეს და იქ იყო ჰეროდეს აღსასრულამდე“. (მათ.2.14-15).
ეგვიპტეში ყოფნისას, იოსები მოთმინებით ელოდა ანგელოზისგან უწყებას, რომ შესძლებოდა სახლში უვნებლად დაბრუნება. მესამე სიზმარში ანგელოზმა უთხრა იოსებს, რომ ის, ვისაც ყრმის მოკვდინება სურდა, ცოცხალი აღარ იყო და რომ წამოეყვანა ყრმა და დედამისი და დაბრუნებულიყო ისრაელის მიწაზე. (მათ.2. 19-20). იოსები აქაც უმალ ემორჩილება ანგელოზს - „და ადგა იოსები და წამოიყვანა ყრმა და დედამისი და მოვიდა ისრაელის მიწაზე“(მათ.2.21).
უკანა გზაზე, როცა გაიგო იოსებმა, რომ ჰეროდეს ნაცვლად, მისი შვილი ერქელაოსი მეფობდა, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმრად გამოცხადებით გაფრთხილებულმა, მიაშურა გალიელის მხარეს, დასახლდა ადგილზე, რომლის სახელიც არის ნაზარეთი. (მათ. 2. 22-23).
ლუკა თავის სახარებაში გვამცნობს, რომ იოსებმა საკმაოდ რთული გზა გაიარა ნაზარეთიდან ბეთლემამდე, რათა ჩაწერილიყო თავის მშობლიურ ქალაქში, სადაც იმ დროისათვის აღწერას ახორციელებდა იმპერატორი ავგუსტუსი. ამ ქალაქში დაიბადა იესო (ლუკ.2.7). იესოს შობაც, როგორც ყველა ბავშვის დაბადება, იმპერიის რეესტრში ჩაიწერა. წმინდა ლუკა ცდილობს ზედმიწევნით მოგვითხროს იესოს მშობლებზე თუ რამდენად ემორჩილებოდნენ რჯულის კანონებს. ეს კი ჩანს წინადაცვეთაში, მარიამის განწმენდაში მშობიარობის შემდეგ და ყრმის ტაძრად წარდგენაში(ლუკ.2.21-24).
იოსები ყველა სიტუაციაში გამოხატავს თავის თანხმობას: „დაე იყოს ასე“, ისე როგორც მარიამმა გააკეთა ეს ხარების დროს და იესომ გეთსემანიის ბაღში ლოცვის დროს.
იოსები, როგორც ოჯახის თავი, იესოს ასწავლიდა მშობლებისადმი მორჩილებას ღმერთის რჯულის შესაბამისად (გამ.20.21).
პატარაობიდანვე იესო სწავლობდა იოსების სკოლაში და ემორჩილებოდა მამის ნებას. მისთვის მორჩილება პურის ფულის შოვნის წყარო გახდა, იგი გეთსემანიის ბაღში ლოცვის დროსაც კი დაემორჩილა მამის ნებას და არ აღასრულა თავისი ნება. „მორჩილი გახდა თვით სკივდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილ.2.8). ამას ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი შემდეგნაირად აჯამებს, რომ იესომ „ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება“(ებრ.5.8).
ეს ყველაფერი თვალსაჩინოს ხდის, რომ წმინდა იოსები მოწოდებული იყო ღმერთისგან, ემსახურა თავისი მამობრიობით იესოს პიროვნებისა და მისი მისიისათვის. როცა მოიწია დროის სისრულემ, იგი გახდა თანამონაწილე ხსნის უდიდესი საიდუმლოსი და არის ჭეშმარიტი მსახური ხსნის ისტორიისა.
თარგმანი: შოთა გიქოშვილი
ამავე გზავნილის შესახებ:
თავი I - საყვარელი მამა
თავი II - ნაზი და მოსიყვარულე მამა
コメント