
პაპ ფრანცისკეს სამოციქულო გზავნილი „Patris corde“ეძღვნება წმინდა იოსების, საყოველთაო ეკლესიიმფარველად გამოცხადების 150 წლისთავს.
თავი VI
მშრომელი მამა
პაპი ლეონ XIII, თავის პირველ სოციალურ ენციკლიკაში “Rerum Novarum” წმინდა იოსების შრომას აღწერს. იოსები თავისი შრომით შოულობდა სარჩოს და ინახავდა ოჯახს. სწორედ, რომ მისგან ისწავლა იესომ საკუთარი შრომით მოპოვებული პურის ფასი.
ჩვენს საუკუნეში დიდ სოციალურ პრობლემად იქცა დროის უქონლობა, ხოლო უმუშევრობა ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ზოგჯერ რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ამიტომაც საჭიროა ხელახლა გავაცნობიეროთ პატიოსანი შრომის ფასი, რომლის თვალსაჩინო მაგალითიც წმინდა იოსები გალხდათ.
სამსახური მაცხოვნებელ გეგმაში მონაწილობის საშუალებაა. ეს არის შესაძლებლობა ღვთის სასუფევლის დაჩქარებისა. სამსახური არის ჩვენი ნიჭებისა და შესაძლებლობების განვითარების საშუალება, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ საზოგადოების სასკიეთოდ და ძმური თანაზიარების განსამტკიცებლად - ეს კი გვეხმარება, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ იმ საზოგადოებრივი ბუდის რეალიზებაშიც, რომელსაც ოჯახი ეწოდება.
უმუშევრად დარჩენილი ოჯახი განწირულია სიღატაკის, იმედგაცრუებისა და ხანდახან დანგრევისთვისაც. როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ ადამიანურ ღირსებაზე, თუ არ ვიზრუნებთ, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება შეიქმნას ღირსეული ცხოვების დონე?
მშრომელი ადამიანი, რასაც უნდა აკეთებდეს, თანამშრომლობს ღმერთთან და გარკვეული თვალსაზრისით თავად ხდება შემოქმედი სამყაროში. სულიერ, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ კრისიზს შეუძლიათ დაგვეხმაროს, ხელახლა აღმოვაჩინოთ სამუშაოს ახალი ნორმების, ფასეულობები და მნიშვნელობა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა.
წმინდა იოსების შრომა გვახსენებს, რომ ღმერთი გახდა ადამიანი, რომელიც შრომას არ ერიდებოდა. ჩვენი ძმებისა და დების უმუშევრობის პრობლემა, რომელმაც თავი განსაკუთრებით იჩინა პანდემიის პერიოდში, უნდა დაგვეხმაროს ხელახლა გადავხედოთ ჩვენს პრიორიტეტებს.
მოდით, შევთხოვოთ წმიდა იოსებ მშორმელს, რომ გვაპოვნინოს გამოსავალი გამოვხატოთ ჩვენი ღრმა რწმენა, რომ არცერთი ახალგაზრდა, არცერთი ოჯახი არ დარჩეს სამსახურის გარეშე.
თარგმანი: შოთა გიქოშვილი
ამავე გზავნილის შესახებ: შესავალი - პაპ ფრანცისკეს სამოციქულო გზავნილი „მამობრივ გულს“
თავი I - საყვარელი მამა
თავი II - ნაზი და მოსიყვარულე მამა
თავი III - მორჩილი მამა
თავი IV - მიმღები მამა თავი V - შემოქმედებითად მამაცი მამა