კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთობის შენებისათვის, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია რომში ჩავიდა.
28 – 30 ივნისს, რომში კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შესახებ, განცხადება გამოაქვეყნა ქრისტიანთა ერთობის საკითხთა დეპარტამენტმა.
ტრადიციულად, დელეგაციებს შორის ვიზიტი დაგეგმილია, ეკლესიების წმინდა მფარველთა დღესასწაულზე.
29 ივნისს, წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე დელეგატები რომში ჩამოვლენ, ხოლო 30 ნოემბერს, კათოლიკე ეკლესიიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულზე, დელეგაცია სტამბოლში გაემგზავრება.
მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას ხელმძღვანელობს ტელმისის ეპისკოპოსი იობი, რომელსაც თან ახლავს გალიკარნასის ეპისკოპოსი ადრიანოსი და პატრიარქის დიაკონი ბარნაბა გრიგორიადისი.
არქიეპისკოპოსი იონი არის კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის გაერთიანებული კომისიის თანათავმჯდომარე.
29 ივნისს, დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს მოციქულთა სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში, რომელსაც აღავლენს პაპი ფრანცისკე.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ასევე გამართავს მოლაპარაკებებს ქრისტიანთა ერთიანობის საკითხთა დეპარტამენტთან.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments