top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მართლმადიდებელ და რომის კათოლიკე ეკლესიებს შორის დიალოგი გაიმართა

2023 წლის 1–7 ივნისს ალექსანდრიის საპატრიარქოში მართლმადიდებელ და რომის კათოლიკე ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მართლმადიდებელმა საპატრიარქომ – მიტროპოლიტმა თეოდორემ ჭუაძემ და პროტოპრესვიტერმა დეკანოზმა გიორგი ზვიადაძემ.

მართლმადიდებელ და რომის კათოლიკეეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო კომისიისსაერთაშორისო ერთობლივი დიალოგი 1–ელ ივნისს გაიხსნა.


24 მართლმადიდებელ და 18 კათოლიკე მონაწილეს, კარდინალებს, მიტროპოლიტებს, უხუცესებსა და საერო ღვთისმეტყველებს მიესალმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდოროს II.


დიალოგში მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებლური საპატრიარქო, კერძოდ კი კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და პროტოპრესვიტერი დეკანოზი გიორგი ზვიადაძე.

პატრიარქმა თეოდოროს II –მ თქვა: „საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საღვთისმეტყველო დიალოგი საჭიროებს კულტივირებას, წინსვლასა და სრულყოფას ყველა დონეზე გულწრფელობით, პატიოსნებითა და ურთიერთპატივისცემით. კონტაქტები, საუბრები, ურთიერთგაგება და დიალოგი მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელი ნაწილია. ორ ეკლესიას შორის სასულიერო დიალოგმა გვიჩვენა, რომ უნდა შეიქმნას ურთიერთნდობისა და კეთილი ნების პირობები. თავისუფლებისა და სიყვარულის პირობები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.


კომისიის რომის კათოლიკურმა თანათავმჯდომარემ, კარდინალმა კურტ კოხმა, ალექსანდრიის პატრიარქს პაპ ფრანცისკეს სახელით ძვირფასი საჩუქარი გადასცა - საძირკვლის ქვის ასლი, რომელიც პაპმა ალექსანდრე VII-მ 1657 წლის 28 აგვისტოს რომში წმინდა პეტრეს მოედნის მშენებლობის დაწყებისას დადო. კარდინალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „იშვიათად ხდება, როცა პაპი თავისი წარმომადგენლის მეშვეობით წმინდა საყდრის გარეთ საჩუქარს აგზავნის“.


მართლმადიდებელ და რომის კათოლიკე ეკლესიებს შორის დიალოგის საერთაშორისო საღვთისმეტყველო გაერთიანებული კომისიის სხდომა შვიდი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 7 ივნისს დასრულდა.


ალექსანდრიის პატრიარქმა, თეოდოროს II - მ 22 მართლმადიდებელ მიტროპოლიტს, 18 კათოლიკე კარდინალს, მღვდლებსა და საერო ღვთისმეტყველებს მადლობა გადაუხადა.


პატრიარქმა განაცხადა: „ჩვენ ვადიდებთ სამებას ამ ისტორიული, საღვთისმეტყველო შეხვედრისთვის, რომელიც წარმატებით დასრულდა ერთსულოვნად, მღელვარებითა და დიდი სიხარულით. ვემშვიდობებით იერარქებს, თანათავმჯდომარეებსა და მართლმადიდებლურ და რომის კათოლიკურ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის საერთაშორისო ერთობლივი კომისიის საპატიო წევრებს, რომლებიც შეიკრიბნენ 1- 7 ივნისამდე ალექსანდრიასა და მთელსაფრიკაში მდიდარი ისტორიითადა პერსპექტიული მომავლით.


ჩვენს დროში არის აზრთა სხვადასხვაობა, წვრილმანი სიმპათიები და უაზრო დაპირისპირებები, რომლებიც ტკივილს აყენებს ჩვენს მშფოთვარე სამყაროს, ისევე როგორც ეკლესიას, რომელსაც სწყურია მშვიდობა ერთიანობა და სიყვარული... როგორც ისტორიამ აჩვენა, ორ ეკლესიას შორის მშვიდობიანი, საფუძვლიანი, ნაყოფიერი და კურთხეული დიალოგის ეს მოვლენა კეთილი ნების გამოხატულებისა და თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. ამრიგად, ეს იძლევა ურთიერთგაგების, თავმდაბლობისა და სოლიდარობის უკეთესი მომავლის იმედს“.



წყარო: orthodoxtimes.com


შოთა გიქოშვილი







Commenti


bottom of page