
კათოლიკური ეკლესია 8 დეკემბერს ქალწულ მარიამის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქუთაისის სამრევლოსათვის, რადგან 1862 წელს სწორედ ქუთაისში იკურთხა დიდი ტაძარი მარიამის უბიწოდ ჩასახვის სახელზე. ეს ტაძარი 1989 წელს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა და დღემდე იქ მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა აღევლინება.
კათოლიკე მორწმუნეები კი უკვე მრავალი წელია ქუთაისში წირვა-ლოცვას ნიუპორტის ქუჩაზე, პატარა სამლოცველოში ესწრებიან.
დღეს, ქუთაისის საკრებულოს დღესასწაულზე საზეიმო წმინდა წირვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.
მანამდე კი ეპისკოპოსმა, სასულიერო პირებმა და მრევლმა, მე-19 საუკუნეში აშენებულ, ახლა უკვე ყოფილ კათოლიკურ ეკლესიაში ილოცეს.
წირვის შემდეგ, ყველამ ერთად ტრადიციულად, გადაიღო საერთო ფოტო კედელთან, რომელზეც ქუთაისის ქალწულ მარიამის უმანკოდ ჩასახვის კათოლიკური ეკლესიაა გამოსახული.
/ნელი ზარიძე/
ქუთაისის საკრებულო
Opmerkingen