• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"მაფია პანდემიის ხარჯზე მდიდრება" - პაპი ფრანცისკე


პაპმა იტალიაში მაფიის მსხვერპლთა დღისა და წყლის რესურსების საერთაშორისო დღის შესახებ ისაუბრა, რომელიც, გაეროს ინიციატივით ყოველ წელს 22 მარტს აღინიშნება.


„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს მაფია და ისინი პანდემიის სახელის გამოყენებით, კორუფციის ხარჯზე მდიდრდებიან. წმიდა იოანე პავლე მეორე მაფიას სიკვდილის კულტურასთან აიგივებდა, ხოლო ბენედიქტე მეთექვმეტე მას „სიკვდილის გზას“ უწოდებდა. მაფია ეწინააღმდეგება სახარებას და რწმენას ანაცვლებს კერპთაყვანისმცემლობით“, - განაცხადა წმიდა მამამ, მოუწოდა ხალხს ილოცონ მაფიის მიერ მოკლულ უდანაშაულო მსხვერპლთათვის და განაახლონ ვალდებულებები მაფიასთან საბრძოლველად.


შემდეგომ, პაპმა ისაუბრა წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით: „ამ დღეს, კარგი იქნება დავფიქრდეთ ღვთის გასაოცარ და უცვლელ სიკეთეზე. წყალი არ არის უბრალო მოხმარების რესურსი. იგი სიცოცხლის წყაროა და ეკუთვნის ყველას. მოსახლეობის დიდი ნაწილი განიცდის წყლის უკმარისობას და იძულებულნი არიან გამოიყენონ დაბიძნურებული წყალი. აუცილებელია მათი მომარაგება სასმელი წყლით, ასევე სანიტარული და ჰიგიენური ნორმებით ვუზრუნველყოთ ისინი. მე მადლობას ვუხდი და მხარში ვუდგავარ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ხელმძღვანელობენ თავიანთი პროფესიონალური თვისებებითა და მოვალეობებით ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა პაპმა.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი: შოთა გიქოშვილი