10 დეკემბერს, საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელთა და ორღანისტთა შეხვედრა გაიმართა. მას ორგანიზება ეკლესიაში არსებულმა ლიტურგიულმა კომისიამ გაუწია.
გუნდის ხელმძღვანელთა და ორღანისტთა გაერთიანებული შეხვედრა გორში მოეწყო. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც სამრევლოებში მგალობლები, ორღანისტები და დირიჟორები აწყდებიან. გალობების განსხვავებული ჟღერადობა, არაქართული ტექსტები, მგალობელთა სიმცირე, ორღანისტთა მომზადება – ამ და სხვა მსგავს საკითხებზე მსჯელობის შემდეგ, მათი გადაჭრის გზებიც დაისახა.
სამომავლოდ, დაიგეგმა როგორც გაერთიანებული, ასევე შიდა სადეკანატო შეხვედრები, სადაც შესაძლებელი იქნება უშუალოდ საგალობლების შესწავლაც.
ეკლესიაში არსებულ ლიტურგიულ კომისიაში სამი მღვდელია: მამა გაბრიელე ბრაგანტინი, მამა დარიუშ კომადოვსკი და მამა ბექა ჩილინგარაშვილი.
თაკო ფეიქრშვილი
Comentarios