top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მგზავრი, რომელიც იძულებული გახდა თვითმფრინავი ემართა



დერინ ჰარისონს სწამს, რომ ღმერთის ხელი დაეხმარა, რათა გადაერჩინა საკუთარი და სხვა მგზავრების სიცოცხლე. მიუხედავად იმისა,რომ იგი არასდროს მჯდარა შტურვალთან, მაინც მოახერხა თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაესვა.


დერინ ჰარისონი საინფორმაციო საშუალებების მთავარ გმირად იქცა. როდესაც თვითმფრინავ Cessna 208 –ს პილოტი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, სწორედ მან თავისთავზე აიღო თვითმფრინავის შტურვალთან დაჯდომა და იგი უსაფრთხოდ დასვა. მიუხედავად იმისა, რომ პილოტაჟის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, თავისი მშვიდი ხასიათი და სავსე რწმენა დაეხმარა, რომთვითმფრინავი ეკონტროლებინა.


NBC Today–ისრეპორტაჟში ჰარისონი აღწერს მომენტს, სადაც პილოტი გაუნძრევლად იჯდასავარძელში, ხოლო ისცდილობდადაჰკავშირებოდა აეროპორტს. სასწაული იყო, რომ პილოტი აორტის გაწყვეტით, ანუ სხეულის მთავარი არტერიის სახიფათო რღვევით არ მოკვდა. ჰარისონმა ეს მომენტი აღწერა, როგორც ამ ამბის ყველაზე საშინელი ნაწილი.


როგორც Palm Beach Garden Medical Center - ის კარდიოლოგმა, ექიმმა ნიშანტ პატელმა განმარტა, მსგავსი მდგომარეობის მქონე პაციენტების გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა. ამათგან პაციენტების 50% საავადმყოფომდეც კი ვერ აღწევს და მკურნალობის გარეშე ადამიანი 24 საათში კვდება. პილოტი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.


ჰარისონი ფიქრობს, რომ ამ ამბის დროს, რაღაც ზებუნებრივი ძალა მოქმედებდა მასზე, რომელიც ამ საშინელი მოვლენის პირისპირ ყოფნისას, სიმშვიდის შენარჩუნებაში დაეხმარა. ჟურნალისტმა, რომელმაც ჰარისონთან ინტერვიუ ჩაწერა, გაამხილა, რომ ჰარისონი ბუნებით სულაც არ არის მშვიდი ადამიანი. ამაში მას ბიბლია და ბიბლიური სწავლება დაეხმარა.


სწორედ ასეთისიმშვიდე დაეხმარა მას წარმატებით დაესვათვითმფრინავი და გადაერჩინა საკუთარი, სხვა მგზავრებისა და ეკიპაჟის სიცოცხლე.


“მთელი ამ დროის განმავლობაში, ვინარჩუნებდი სიმშვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ სიტუაციაში სიცოცხლე დამეკარგა. ან უნდა გააკეთო შენი გასაკეთებელი, რათა მართო სიტუაცია ან უნდა დაიღუპო. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ გამომივიდოდა თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასმა”, – განმარტა ჰარისონმა.


პილოტის გადამცემი მიკროფონი და ყურსასმენები დაზიანებული იყო და ჰარისონს სხვა ხელჩასაჭიდი უნდა მოეძებნა, რაც უფრო ართულებდა საქმეს.მან შეძლო და დაუკავშირდა აეროპორტის მოძრაობის კონტროლის თანამშრომელს, ბობ მორგანს.


მორგანი დაეხმარა ჰარისონს ორიენტირის აღებაში და თვითმფრინავის Palm Beache -ის აეროპორტისკენ დაშვებაში. თვითმფრინავი საკმაოდ სწრაფად უახლოვდებოდა ასაფრენ ბილიკს, მაგრამ მაინც მოხერხდა უსაფრთხოდ დაჯდომა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მწყობრიდან გამოსული იყო ფრთებზე განლაგებული დაშვების მაკონტროლებელი მოწყობილობაც.


ჰარისონის მეუღლე, რომელიც შვიდი თვის ფეხმძიმეა და პირველი შვილი უნდა გააჩინოს, ჰყვება, თუ როგორ განიცადა, როცა მეუღლის ტელეფონის ნომერი დაფიქსირდა მის მობილურზე უფრო ადრე, ვიდრე ამას ელოდა.


საბედნიეროდ, მას აუწყეს რაც მოხდა და რომ მისი მეუღლე უვნებელია.


მთელი ეს მოვლენა ჰარისონისთვის დამღლელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის დროს მისი გულისცემა 90–ს უდრიდა, იგრძნო, რომ დაშვებისას ის 160–მდე გაიზარდა. ასეთექსტრემალურ სიტუაციაში, მისი პირველი აზრი იყო ლოცვა.


„ეს იყო ყველაზე გულწრფელი ლოცვა, რაც კი ოდესმე მითქვამს ჩემს ცხოვრებაში (...) ეს იყო მადლიერების ლოცვა უსაფრთხოებისა და ყველაფრისთვის, რაც მოხდა, მაგრამ ამ ლოცვის ბოლო, ყველაზე გულმოდგინე ნაწილი იყო პილოტისთვის, რადგან ვიცოდი, რომ მას სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება“.


მისი ლოცვა შეისმინა უფალმა და მფრინავი დღეს თავს კარგად გრძნობს.


ჟურნალისტმა მომავალ მამას ჰკითხა, როგორ მოახერხა ასე კონცენტრირებული და მშვიდი დარჩენილიყო. ჰარისონმა უბრალოდ თქვა: "ღმერთი". და დასძინა: „ღვთის ხელი იყო იმ თვითმფრინავში“.


მიუხედავად იმისა, რომ ჰარისონი ვერ ხსნის მოვლენას, სჯერა, რომ არსებობს ღვთის ჩანაფიქრი, რომელიც მას დაეხმარა ამ ყველაფრის გადატანაში. იგი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში მიხვდება, თუ რატომ მოხდა ასე.


წყარო: pl.aleteia.org


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page