• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'მგლოვიარე მარიამის მოხსენიება' ფარეხაში არსებულ მცირე ეკლესიაში



ახალციხიდან ადიგენისკენ მიმავალ გზაზე, ფარეხის ტერიტორიაზე მარჯვენა მხარეს მცირე ზომის ეკლესია დგას.


ადგილობრივები მას „მტრედის ეკლესიის“ სახელითაც იცნობენ, რადგან 60–იან წლებში, ამ ადგილის მახლობლად, კვარცხლბეკზე მტრედის ქანდაკება იდგა.


თავად ეკლესია 2003 წლის ივლისში, ადიგენის სოფელ არალში მცხოვრებმა ელიზბარ კაჭკაჭაშვილმა წმ. ნინოს სახელზე აღადგინა.


ოჯახის სურვილით, ტაძარი კათოლიკე მღვდელმა აკურთხა და მის დღესასწაულად „მგლოვიარე ქალწული მარიამის“ მოხსენიების დღე დაადგინა.


ეკლესიაში ყოველკვირეული წირვა არ აღევლინება, თუმცა ყოველი წლის 15 სექტემბერს, აქ არლის ტაძრის წინამძღვარი, დაპატიჟებულ მღვდლებთან ერთად აღავლენს წირვას და მას როგორც კაჭკაჭაშვილების ოჯახის წევრები, ასევე არლისა და მიმდებარე სოფლების მრევლი ესწრება.


2021 წელის 15 სექტემბერს ტაძრის ეზოში წმ. წირვა კამილიელმა მამა პავლე დილმა, არლის წინამძღვარ მამა ანდრეი გრაჩიკთან და დიაკვნებთან ბექა ჩილინგარაშვილთან და ჯუმბერ მღებრიშვილთან ერთად აღავლინა. ლიტურგიას ეკლესიის მშენებელთა ოჯახის წევრები და არლისა და ახალციხის მრევლი ესწრებოდა.




თაკო ფეიქრიშვილი