• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მეგობრებთან ხელახლა ჩახუტებისთვის განვლილი გრძელი გზა


23 ოქტომბერს, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო სოხუმში ჩავიდა, რათამამა იეჟი პილუსის ირგვლივშეკრებილ კათოლიკე საკრებულოში,მორწმუნეებთან ერთად ეზეიმა სიმონ კანანელის, სამრევლოს მფარველი წმინდანის დღესასწაული. სოხუმის ტაძარი სწორედ ამ წმინდანის სახელზეა ნაკურთხი.



ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისას, დროც დავკარგეთ და გარკვეული უხერხულობებიც შეგვექმნა, მაგრამ ჩვენმა ეპისკოპოსმა რუს სამხედროებს მოთმინებითა და მტკიცედ განუმარტა, რომ ეს მისი მოვალეობაა (და ასევე დიდი სიამოვნება, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო სამწლიანი შეზღუდვა გვქონდა) მშვიდობისა და მთელი ეკლესიის ერთობის მიტანა აფხაზეთის კათოლიკური სამრევლოსთვის.


ეპისკოპოსი აღნიშნულ საკითხს წმინდა წირვისას დაუბრუნდა და გაიხსენა პაპ ფრანცისკეს სიტყვები, რომელიც ხუთი წლის წინ, თბილისში სამოციქულო ვიზიტისას წარმოთქვა. მაშინ საქართველოს მიწას პონტიფიკმა “პატარა საყვარელი სამწყსო” უწოდა.

სოხუმის სამრევლოს მორწმუნეებთან მიმართვისას, ეპისკოპოსმა გაიმეორაიესო ქრისტეს სახარების ლოგიკა: “ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვიყოთ არა ცომი, არამედ საფუარი, რომელიც ზრდის ცომს. გვთხოვენ, ვიყოთ არა სუფრა, არამედ მარილი, რომელიც ყოველ კერძს აძლევს გემოს“.


“არასდროს იგრძნოთ თავი მარტოსულებად“, – განაგრძო ეპისკოპოსმა, „ყოველთვის, როცა მამა იეჟისთან ერთად სალოცავად შეიკრიბებით, გახსოვდეთ, რომ არსებობს უხილავი, მაგრამ ძალიან მჭიდრო კავშირი არა მხოლოდ თბილისსა და სოხუმს შორის, არამედ მთელი კავკასიის მორწმუნეებს შორის და თქვენ უერთდებით მთელს დედამიწაზე განვრცობილ საყოველთაო ეკლესიას. ეს არის სულის ძალა”, - თქვა ეპისკოპოსმა“.


„თქვენი ყოველდღიური, პატარა სირთულეებისას, მიმართეთ თქვენს მფარველ წმინდანს. წმინდა სიმონი იყო მოციქული. მოციქულები კი ეკლესიის ბოძები არიან, როცა მათ მივმართავთ, გვაქვს თავდაჯერებულობა იმაში, რომ ჩვენ ვართ რწმენის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ნაწილი. მე, როდესაც ჩავფიქრდები და ვეკითხები საკუთარ თავს ჩემი, ეპისკოპოსის მსახურების არსზე, ძალას სწორედ მოციქულებში ვპოულობ, რომლებმაც თავიანთი, ხშირად ტანჯული და მკაცრიგამოცდით, საუკუნეების განმავლობაში, დღევანდელ ეკლესიას ურღვევი საფუძველი ჩაუყარეს.


ჩვენ არ გვჭირდება ახალი გზავნილების გამოგონება, მომგებიანი ლოზუნგების ან გამარჯვების ფორმულის ძიება, როგორც იმ ბევრთაგანს, ვინც ცდილობს „გაყიდოს“ მარტივი იდეები, რათა თავი კარგად იგრძნოს… ჩვენ გვყავს იესო ქრისტე, რომელმაც გვითხრა: “მე თქვენთან ვიქნები, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე”.


ვიცით, რომ სიტყვაში პრობლემების მოგვარებას იმდენად არ ვპოულობთ, რამდენადაც დარდების გაზიარებას, ჩვენი, ბევრი სისუსტის გამართლებას, ესეიგი ძალას წამოდგომისა, თუ დავეცემით“, – განმარტა ქადაგებისას ეპისკოპოსმა.


ქადაგების ბოლოს, მან აფხაზ მორწმუნეებს მოუყვა საქართველოს მიწაზე ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების მომლოცველობის შესახებ:


“მინდოდა, ქანდაკებას მოელოცა ყველა მორწმუნე ქართველის საკრებულო, როგორი მცირე ზომისაც არ უნდა ყოფილიყო იგი და განსხვავებული რეალობის მქონე. ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილი სირთულეების გამო, ვერ მოვახერხე სოხუმის სამრევლოში ქანდაკების მომლოცველობის ორგანიზება, რაზეც ძალიან ვწუხვარ. თუმცა ყველა თქვენგანს მოვუტანე ფატიმის კრიალოსანი. მიიღეთ ის, როგორც თბილისის ეკლესიასთან კავშირისა და სიახლოვის ერთი ნიშანი!


როდესაც თქვენს გულს დარდი შემოაწვება, დაიდეთ ის თქვენი საწოლის ტუმბოზე, ან ჩაიკარით გულში. აუცილებელი არ არის მისი ჩამომარცვლა. მე ვიცი, რომ მამა იეჟისთან ერთად ხშირად ლოცულობთ როგორც საკრებულო და თუ არ გაქვთ საშუალება ამ მომენტში მონაწილეობის მიღებისა, ნუ იღელვებთ. გეჭიროთ ხელში კრიალოსანი და უბრალო სიტყვებით მიმართეთ ღვთისმშობელს. მოუყევით მას თქვენი წუხილი და გწამდეთ, რომ მარცვლები დიდ სასწაულებს ახდნენ“.

საკრებულოს სადღესასწაულო წირვაზე, ეპისკოპოსმა ანდრეი ივანოვი ევქარისტიის საგანგებო მსახურად დაადგინა, რომელიც სოხუმის მორწმუნეებს აზიარებს იმ შემთხვევაში, როცა მამა იეჟი ადგილზე არ იქნება (ოქტომბრისბოლოს, მამა იეჟი პილუსი პასპორტისა და სოხუმში შვიდწლიანიმისიის გაგრძელების ნებართვის გასაახლებლად პოლონეთში წავა. მოვიხსენიოთმამა იეჟი ლოცვებში და შევავედროთ იგი მის მფარველ ანგელოზს, რათა წარუძღვეს და დაიცვას ამ დელიკატური საკითხების მოგვარებაში).


ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მორწმუნეებმა ტაძრის ეზოში სადილი მოამზადეს, სადაც ზეიმი ულამაზესი ლურჯი ცისა და გვიანი ოქტომბრის მზის ქვეშ გაგრძელდა.


უკანა გზაზე, ეპისკოპოსმა მოინახულა ქუთაისში მოღვაწე მონაზვნები, რომლებმაც 24 ოქტომბერს ნეტარი ჯუზეპე ბალდოს მოხსენიების დღე აღნიშნეს. (ამ ნეტარმა დააარსა წმინდა იოსების პატარა ქალიშვილების კონგრეგაცია).


1989 წელს, ჯუზეპე ბალდო პაპმა იოანე პავლე II–მნეტარად შერაცხა.


მონაზვნების, დედა ლორედანასა დადედა ანამარიას, ასევე მამა დანიელე ჯაკომელის მიერ მომზადებული წმინდა წირვა გაცილებით საზეიმო იყო ჩვენი ეპისკოპოსის ყოფნის წყალობით, ხოლო ეპისკოპოსისათვის ეს იყო შესაძლებლობა და სურვილი თავის მშობლიურ საკრებულოში ყოფნისა.

დანიელე მელანო