9 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მექსიკაში, საკატეკასისისშტატში, ტაბასკოს ოლქში აკურთხეს ქანდაკება “მშვიდობის ქრისტე”. მონუმენტური სკულპტურის სიმაღლემ კვარცხლბეკზე 108 ფუნტი (დაახლ. 33 მეტრი) შეადგინა. იგი ქვეყანაში ქრისტეს ყველაზე მაღალი ქანდაკებაა.
ქანდაკება დგას ასპლანდეს ცენტრში, „რწმენისა და რელიგიის ბორცვზე“.
მის გახსნაში მონაწილეობდნენ, საკატეკასის შტატის გუბერნატორი, დავიდ ავილა, ტაბასკოს საგრაფოს პრეზიდენტი, ჰილ მარტინესი და ქალაქ ტაბასკოს, ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახების ტაძრის წინამძღვარი ლუის მანუელ ლუევანო დიასი.
როგორც Facebook გვერდი “მშვიდობის ქრისტე” იტყობინება, მღვდელმა აკურთხა ქანდაკება და ათასობით ადამიანს აუწყა იმედისა და რწმენის კეთილი უწყება.
საკატიკასისი შტატის გუბერნატორის თქმით, ეს არის ყველაზე დიდი ქანდაკება მექსიკაში: “გეპატიჟებით ყველას, ეწვიოთ, მოილოცოთ ქანდაკება და აღმოაჩინოთ ამ შტატის სასწაულებრიობა”.
გამოცემა Reporte Indigo - სთან ინტერვიუში მხატვარმა და ქანდაკების შემქმნელმა, მიგელ რომომ თქვა, რომ მის შექმნას ორ წელზე მეტი დასჭირდა.
“თუ დააკვირდებით, ქრისტე-მაცხოვრის ქანდაკებას ბრაზილიაში, მასლამაზი სახე აქვს, თუმცა გეომეტრიული ხელები და ტანი... ჩემს შემთხვევაში ასე არაა. მე ვემხრობი უფრო რეალისტურ გამოსახულებასდა ასეთ მასშტაბებში ეს საკმაოდ რთულია“, – თქვა მან.
გამოსახულება შექმნილია მეტალისა და სხვადასხვა სახის პოლიმერის გამოყენებით. ქანდაკების შიგნით განთავსებულია კიბე და გადასახედი აივანი დამთვალიერებლებისთვის.
ქანდაკებას დაერქვა “მშვიდობის ქრისტე”, რადგან შემქმნელების სურვილია, რომ საკატეკასის შტატში,ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ დარღვეულმა მშვიდობამ დაისადგუროს.
ზოგიერთების მტკიცებით, მექსიკაში არსებული ქანდაკება უფრო დიდია, ვიდრე „ქრისტე მაცხოვრის“ქანდაკება ბრაზილიაში. თუმცა ეს ჯერ კიდევ სადაო საკითხია.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ქრისტეს ქანდაკება არის პოლონეთში, სვობოჯინში,„ქრისტე მეფის“ქანდაკება.
წყარო: www.catholicnewsagency.com
შოთა გიქოშვილი
Comments