top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მეცხრე ღამე კლინიკაში და პაპის მდგომარეობა – ქრონოლოგია

კვირას, 23 თებერვალს, დილით, წმიდა საყდრის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პაპმა ფრანცისკემ მეცხრე ღამე გაატარა რომის ჯემელის საავადმყოფოში, სადაც მას ორმაგი პნევმონიით მკურნალობენ.

23 თებერვალს, დილით, პაპისთვის გამოიყენეს ჟანგბადის მაღალი ნაკადის აპარატი. ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს სხვა კლინიკური გამოკვლევები.


პაპის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო ბიულეტენი საღამოს კიდევ ერთხელ შედგება და უფრო ნათელ სურათს წარმოადგენს.


22 თებერვალს, ღამით ვატიკანის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა:


„წმიდა მამის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. თუმცა, როგორს გუშინ განმარტეს, პაპს საფრთხე არ ემუქრება. ამ დილით, რომის პაპმა ფრანცისკემ განიცადა ასთმის მსგავსი გახანგრძლივებული რესპირატორული კრიზისი, რომელიც საჭიროებდა მაღალი ნაკადის ჟანგბადის მიღებას.


სისხლის დღევანდელმა ანალიზებმა ასევე გამოავლინა თრომბოციტოპენია, რომელიც დაკავშირებულია ანემიასთან, ამიტომ პაპს დასჭირდა სისხლის გადასხმა.

 

წმიდა მამამ დღეს ფხიზლად, სავარძელში გაატარა, თუმცა გუშინდელზე მეტად დაიღალა“...

 

21 თებერვალს, ნაშუადღევს რომის ჯემელის საავადმყოფოში გამართულ პრესკონფერენციაზე, დოქტორმა სერჯო ალფიერიმ, რომელიც სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელია და პაპზე ზრუნავს, ასევე ექიმმა ლუიჯი კარბონემ, რომელიც ვატიკანის ჯანდაცვის სამსახურის ვიცე-დირექტორია, პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ორმოცი წუთის განმავლობაში ისაუბრეს ჟურნალისტებთან.


მედიკოსებმა თქვეს, რომ პაპი "სულ მცირე" მომდევნო კვირას გაეწერებოდა კლინიკიდან და რომ პაპი ფრანცისკე "სიკვდილის საფრთხის წინაშე არ არის", მაგრამ მისი სიცოცხლე ასევე არ არის "უსაფრთხოდ".

 

ექიმმა ალფიერიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაპი არ არის აპარატზე შეერთებული,  თუმცა მას ჯერ კიდევ უჭირს სუნთქვა და, შესაბამისად, შეზღუდული აქვს ფიზიკური მოძრაობები.


მიუხედავად ამისა, ექიმის განმარტებით, პაპი ზის სავარძელში, მუშაობს და ხუმრობს, როგორც ყოველთვის: როდესაც ერთ-ერთი ექიმი პაპს მიესალმა – „გამარჯობა, წმიდაო მამაო“, მან უპასუხა: „გამარჯობა, წმიდაო შვილო!“.


ჟურნალისტის კითხვაზე, რას წარმოადგენს ყველაზე დიდი საფრთხე, ექიმების თქმით, არსებობს რისკი, რომ პაპის სასუნთქ გზებიდან მიკრობები შეიჭრას მის სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სეფსისი.

 

ცნობისთვის, პაპი ფრანცისკე უკვე მეათე დღეა რომში, ჯემელის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.


თაკო ფეიქრიშვილი

Commenti


bottom of page