ცნობილი მსახიობი, ნიკოლ კიდმანი თავისი რწმენის შესახებ ღიად საუბრობს. ამბობს, რომ ამის გამო ხშირად გამხდარა მეგობრების მხრიდან ხუმრობისა და დაცინვის ობიექტი.
ნიკოლ კიდმანი, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი, ღიად აცხადებს, რომ მორწმუნე კათოლიკეა. ის არ მალავს, რომ ტაძარში წირვას ესწრება და რეგულარულად ამბობს აღსარებას. გარდა ამისა, ნიკოლმა აღიარა, რომ ერთ დროს მონაზვნობა სურდა.
"წირვაზე ქმართან და ქალიშვილებთან ერთად მივდივარ"
მსგავსი განცხადება მსახიობმა 2019 წელს Vanity Fair- თან გააკეთა. ბოლო კვირებში, თემა კვლავ აქტუალური გახდა სოციალურ მედიასა და ბრაზილიურ კათოლიკურ პორტალებზე.
ინტერვიუში კიდმანმა თქვა, რომ ის და მისი ოჯახი - ქმარი კიტ ურბანი და ორი ქალიშვილი (მაშინ 10 წლის სანდი როზეჩი და 8 წლის ფეიტ მარგარეტი) წირვას ესწრებიან. ტომ კრუზთან წინა ქორწინებიდან, მსახიობს ასევე ჰყავს ორი ზრდასრული შვილი – 24 წლის კონორი და 26 წლის იზაბელა.
„ვცდილობთ ჩვენი ქალიშვილები კათოლიკური სულისკვეთებით აღვზარდოთ. კიტს აქვს საკუთარი აღმსარებლობა, მაგრამ ის მაინც მოდის [ეკლესიაში]. ბებიაჩემმა, რომელიც ბავშვობაში ჩემთან ერთად ლოცულობდა, რწმენით „დამაინფიცირა“, – ამბობს ნიკოლი.
„მინდოდა მონაზონი გავმხდარიყავი“
როგორც მსახიობი ამბობს, რწმენაზე ღიად საუბარი არაერთხელ გამხდარა მეგობრებისა და ნაცნობების დაცინვისა და ხუმრობების მიზეზი. იგი აღიარებს, რომ ებრძვის ეჭვებს რწმენაში, მაგრამ ასევე - მამის შეგონების მიხედვით - ცდილობს იყოს შემწყნარებელი და არავინ განსაჯოს.
წყარო: aleteia.org
შოთა გიქოშვილი
Comentários