• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მიანმარში პოლიციელების წინ დაჩოქილმა მონაზონმა, ასობით სიცოცხლე გადაარჩინა


და ანა უნ ხანგი მაინმარში მცხოვრები მონაზონია, რომელმაც კვირას, 28 თებერვალს ძალოვნების წინაშე მუხლი მოიყარა და სთხოვდა არ გამოეყენებინათ ძალა. მან ამ გზით ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და ისინი მონასტერში შეაფარა.

წმიდა ფრანცისკო ხავიერის მისიონერთა კონგრეგაციის მონაზონი, მუხლებზე დაჩოქილი, თვალცრემლიანი, ემუდარებოდა ძალოვნებს, რომლებსაც 1–ელ თებერვალს, სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ გამოსული ახალგარზდა დემონსტრანტთა ჯგუფი ალყაში ჰყავდათ მოქცეული, არაფერი დაეშავებინათ: „ღვთის გულისათვის, ნუ შეიწირავთ ამდენი ახალგაზრდი სიცოცხლეს, მათ მაგივრად ჩემი სიცოცხლე წაიღეთ“.

შემთხვევა ჩრდილოეთ მაინმარის, ქალაქ მიჩინაში მოხდა.


წმიდა ფრანცისკო ხავიერის მისიონერთა საზოგადოება დაარსდა XIX საუკუნეში გოაში (ინდოეთი). მღვდელ, ხოსე მარიანო ბენტუ მარტინესის მიერ.


მაინმარში, საპროტესტო აქციებზე, მასობრივი რეპრესიების დროს, დაახლოებით 50 ადამიანი დააპატიმრეს და 18 ადამიანი მოკლეს იანგოში, დავეიში, მანდალაიში, მიიკში, ბაგოსა და პოკოკუში.


ესპანური ჟურნალის „Ecclesia“ იუწყება, რომ 40 წლის და ანა წარმოშობით ჩრდილოეთ მაინმარიდან არის, რომლიც ახლოა ჩინეთის საზღვართან. იგი ერთ-ერთ ადგილობრივ კლინიკაში, რომელიც მიტკინას საეპისკოპოსოსთან ახლოს არის, მედდად მუშაობს. ამავე რაიონშია განლაგებული მონასტერი, საკათედრო ტაძარი, სამრევლო სახლი და მცირე სასულიერო სემინარია.


წყარო, რომელიც ჟურნალთან საუბრობს, ადასტურებს, რომ მონაზონი არის „მამაცი ქალი, ძალიან უბრალო და თავდადებული. იგი ყოველთვის მუშაობს და ზრუნავს ავადმყოფებზე. რაც მან გააკეთა, მისი გულიდან მომდინარეობს“.


ვატიკანის გაზეთი “L’ Osservatore Romano”(LOR) ავრცელებს ახალგარზდა ქალის, პატრისია იადანარის კომენტარს, რომელიც და ანამ შეიფარა მონასტერში: „ჩვენ გადაგვარჩინა მონაზონის სასწაულებრივმა ჩარევამ. იგი ნამდვილი გმირია. მის წინაშე ვალში ვართ“, - განაცხადა მან.


„მხოლოდ და ანას გულახდილი თხოვნის წყალობით მოხდა ძალოვნების შეჩერება, რომ თავს არ დაესხნენ ახალგაზრდებს. იგი არის მთელი ეკლესიისა და მაინმარისათვის უდიდესი მაგალითი. მათი დამშვიდების შემდეგ გაიქცა ავადმყოფების სამკურნალოდ“, - ამბობს ჯოზეფ მიატ ცოე ლატი.


ჟურნალ “L’ Osservatore Romano”(LOR)- ის განცხადებით, და ანამ დაახლოებით 100 ადამიანი შეიფარა და ამავდროულად დაახლოებით 40 დაჭრილი ადგილოვბრივ კლინიკებში გადაიყვანა, სადაც მათ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

იაჰონას არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა ჩარლზ ბომ, კვირას თავისი „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა: „დღეს არეულობები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, პოლიცია აკავებს, სცემს და ებრძვრის დემონსტრანტებს. და ანა თვალცრემლიანი ევედრებოდა პოლიციელებს არ ესროლათ და არ დაეკავებინათ დემონსტრანტები. მისი წყალობით, დაახლოებით 100 ადამიანი გადარჩა“.


CNA. ინგლისურენოვანი სააგენტო ACI Group ავრცელებს კარდინალ ბოს საკვირაო ქადაგების ნაწყვეტს: „როგორც ჩანს, მშვიდობიანი მსვლელობა მოიცვა სიძულვილმა. ვლოცულობ, რომ ჩვენს მიწაზე მეტად აღარ იყოს ძალადობა, აღარ უნდა დაიღვაროს უდანაშაულოთა სისხლი. ჩვენ ყველანი ერთი მიწისა და ერთი დედის, მაინმარის შვილები ვართ და ჩვენ ერთმანეთის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ შემწყნარებლობა“.


მიანმარში, 1–ელ თებერვალს სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.


წყარო: www.aciprensa.com


თარგმანი – შოთა გიქოშვილი