• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მონაზვნების შეხვედრა და ახალი ვიცე–პროვინციალი სალეზიანელთა ორდენში



ბელორუსიაში, რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში მოღვაწე სალეზიელმა მონაზვნებმა წეროვანში შეხვედრა გამართეს.


სულიერ ვარჯიშებს სალეზიელი მღვდელი, მამა კარლო მარია ძანოტი უძღვებოდა. შეხვედრის თემა იყო: “მე ვარ ჩვენი სიწმინდის წყაროებთან”.

4 აგვისტოს შეხვედრას რომიდან გენერალური მრჩეველი, პაოლა ბატალიოლი ესწრებოდა. მონაზვნებმა საკუთარ მისიასა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს.


5 აგვისტოს კი, საზეიმო წმინდა წირვა აღევლინა, რომლის დროსაც მონაზვნებმა ღმერთს მადლობა შესწირეს, და რიფსიმე ხაჩატურიანის სალეზიელთა ორდენში 25 წლიანისამონაზვნო მსახურების გამო.


ამავე დღეს, ორდენში აღმოსავლეთ ევროპის ახალი ვიცე–პროვინციალი დაინიშანა.


და გაბრიელა როდემ, რომელმაც თავისი მანდატი დაასრულა, მონაზვნების წინაშე მოხსენებით წარსდგა და მათ 6 წლიანი მსახურების ანგარიში ჩააბარა, რის შემდეგაც, გენერალურმა მრჩეველმა პაოლა ბატალიელიმ წაიკითხა განჩინება აღმოსავეთ ევროპის, ახალი ვიცე–პროვინციალის დანიშვნის შესახებ (საქართველო, ბელორუსია, უკრაინა, რუსეთი). აღნიშნულ პოსტზე მონაზონი მალოჟატა პეტრუშაკი დაინიშნა, რომელიც ამ დროისათვის საქართველოში მსახურობს.

catholic.ge