top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მონაზვნები, რომლებიც მონასტრის ასაშენებლად ფიზიკურად შრომობენ

თავად მართავენ ტრაქტორს, ძირკვავენ სარეველა ბალახს, ხერხით ჭრიან გამხმარ ტოტებს – ასე მუშაობენ მონაზნები ფიზიკურად, ჩეხეთში, პრაღასთან ახლოს, სოფელ დრასტში ახალი მონასტრის ასაშენებლად. მათ მოხალისეებთან ერთად ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორია გაწმინდეს.


დრასტში ახალი მონასტრის ასაშენებლად სამშენებლო კომპანიამ მხოლოდ შენობა დადგა, ახლა კი მონაზვნები შიდა სამუშაოებს ასრულებენ,იმ იმედით, რომ მალემონასტრიდან სიცოცხლის ნათელი გამობრწყინდება, რომელიც გარემოს გაანათებს.


დედა მარია


“ჩვენს მსახურებაში ღმერთი ცოცხალია. ბევრ ჩვენგანს უფიქრია კარმელიტთა ორდენის შთამაგონებლის, ელია წინასწარმეტყველის სიტყვებზე,თუმცა მშენებლობისა და ახალ მონასტერში გადმობარგების პერიოდმა, მოგვცა საშუალება საოცარი ხერხით შეგვეგრძნო ამ სიტყვების ჭეშმარიტება. პაპი ფრანცისკე ამბობს: „ღმერთმა მოგვიწოდა პერიფერიებში, სადაც, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, უფრო ახლოს ვართ ხალხთან, ვიდრე მეგაპოლისის ცენტრში. ყოველდღიურად ვხედავთ როგორ შრომობს ღმერთი ჩვენთვის და ჩვენთან ერთად. ადგილზე, რომელიც შეიძლება ყველასგან მივიწყებულად მოგვეჩვენოს, შეგვიძლია მოვუხმოთ ადამიანებს სიცოცხლის სისრულისკენ. ახლა კი მსურს წარმოგიდგინოთ ჩვენი ისტორია, რომელსაც ყველა ერთად ვწერთ”....



ვინ ვართ?


ჩვენ ვართ კონტემპლატიური საკრებულო, კარმელიტების მონასტერი, ვცხოვრობთ პაპის განაწესით. ჩვენი მისიაა ლოცვა და უარყოფა ამა სოფლისა ეკლესიის სასიკეთოდ და ადამიანების სახსნელად. ჩვენი მონასტერი მდებარეობს პრაღაში, ჩეხეთში. საკრებულო დაარსდა XVII საუკუნეში ღვთისმსახურ დედა მარიამ ელეტას მიერ. იგი იყო ტერნიდან და ვენაში, გრაცსა და პრაღაში მონასტრები დააარსა.


გზა პერიფერიისაკენ 2005 წელს გადავწყვიტეთ საცხოვრებლად უფრო შესაფერისი ადგილი გვეპოვა. ჩვენს მონასტერში, პრაღის ციხესთან ახლოს, ფაქტობრივად, მხოლოდ ძალიან პატარა ბაღი გვქონდა, რადგან შენობა თავდაპირველად მონაზვნებისთვის აშენებული არ იყო. უფრო მეტიც, ამ მხარეში ხმაური სულ უფრო იზრდებოდა. 2018 წელს დრასტში, პრაღის მახლობლად მდებარე ქალაქში, ვიყიდეთ ძველი ფერმა, სადაც 2020 წლის დასაწყისში საცხოვრებლად გადავედით და პრაღაში არსებული ჩვენი მონასტერი ჩვენს ძმებს, კარმელიტებს გადავეცი. ასე დაიწყო დრასტში ახალი სულიერი ცენტრის მშენებლობა, რომელიც ნაწილობრივ მონასტერი იქნება და ნაწილობრივ ღია იქნება საზოგადოებისთვის.



იგი იწყება დრასტში


კომუნისტური რეჟიმის დროს ეკლესიისთვისჩამორთმეული ფერმის ტერიტორია „ხავერდოვანი რევოლუციიდან“ მხოლოდ 25 წლის შემდეგ დაუბრუნდა. ის იშლებოდა და ბევრს ეგონა, რომ ვერასდროს აღდგებოდა. თითქოს ვიღაცამ გადაწყვიტა ფერმა ერთ დიდ ნაგავსაყრელად ექცია, რომელზედაც შემდეგ უამრავი ველური მცენარე ამოვიდა. პროექტის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში, პაპის ნებართვის მოპოვების შემდეგ, რომ ამ ადგილს მონასტრად გადავაკეთებდით, 2018 წლიდან ფულის დაზოგვის მიზნით დავიწყეთ დრასტში სიარული, პირველი სამუშაოების შესასრულებლად. თავიდან მარტო ვიყავით, მაგრამ შემდეგ წმინდა იოსებმა, რომელსაც ყოველთვის ვანდობდით ყოველდღიურად ჩვენს შრომას, დაიწყო ჩვენთვის მრავალი გულუხვი დამხმარე მოხალისის გამოგზავნა.


ინტენსიური შრომის წლები


ჩაკეტილ გარემოში გატარებული წლების შემდეგ, დიდი ენთუზიაზმით განვაახლეთ მუშაობა ღია ცის ქვეშ. უკან რომ ვიხედებით, გვესმის, როგორ სასწაულებრივად გაგვაძლიერა ღმერთმა. პირველ თვეებში ჩვენი ძირითადი საქმიანობა ნარჩენების შეგროვება და კონტეინერებში ჩატვირთვა იყო. შემდეგ მოვიდა სარეველებისა და მერქნიანი მცენარეების ამოძირკვის დრო. ამისთვის აუცილებელი აღჭურვილობა იყო ბენზინის ხერხი და დიდი მაკრატელი. იმ პერიოდში ზოგიერთმა დამ (მონაზონი) Bobcat-ის ტრაქტორის და ექსკავატორის მართვაც კი ისწავლა.


პრაღიდან წასვლა


გადასვლისას, ვცდილობდით რაც შეიძლება მეტი გაგვეკეთებინა საკუთარი ძალისხმევისა და მოხალისეების დახმარებით. ისევ მოხდა უფლისგან მნიშვნელოვანი ჩარევა. მთელი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ორმოც დღეში (ჩვენთვის უაღრესად სიმბოლური რიცხვია) დრასტში გადასვლა ღვთისა და კეთილი ადამიანების დახმარებით მოვახერხეთ. ვნახეთ პროფესიონალი მტვირთავები,დიდი ზომის ავეჯისთვის გადასაზიდად. ეს იყო დიდი და დამქანცველი დღეები, რამაც ყველაფრის მიუხედავად გაგვაერთიანა და გაგვამდიდრა.



ადგილებისა და შენობების გარდაქმნა


ფერმა ჩვენს თვალწინ იცვლება. სამშენებლო კომპანიის ჩარევის შემდეგ, მაგალითად, დანგრეული "Casa del Fattore" - ს კულტურული ძეგლის სტატუსი დაუბრუნდა. მას ახლა "Casa della Visitazione" ჰქვია, მომავალში სტუმრებს უნდა მოემსახუროს. ეს საშუალებას მოგვცემს სივრცე შევთავაზოთ ინდივიდუალურ ადამიანებს, ოჯახებსა და ჯგუფებს, როგორც დასვენებისთვის, ასევე სხვადასხვა სულიერი პროგრამისთვის. ჯერ-ჯერობით, ჩვენ, მონაზვნები იქ ვცხოვრობთ, ყოველ შემთხვევაში, სანამ ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა არ დასრულდება.


სამონასტრო კომპლექსი


სამშენებლო კომპანიის ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მონასტრის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო. შენობა შედგება ყოფილი მარცვლეულისა და სამი ახალი ფრთისგან, მათ შორის წმინდა ტერეზასადმი მიძღვნილი სამლოცველო, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი იქნება. 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდა მთელი შენობის გარე სამშენებლო საქმიანობა. ახლა სამუშაოები კონცენტრირებულია ინტერიერზე, თუნდაც სახსრები არ გვქონდეს მის დასასრულებლად.


ცხოვრება დრასტში


დრასტი გახდა ჩვენი სახლი. ადგილი, სადაც შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო ბუნებრივად, ბუნებასთან კონტაქტში და ახალ ურთიერთობაში შემოქმედ ღმერთთან, რომლის დახმარება და დაცვა თითქმის "ხელშესახებად" განვიცადეთ. როდესაც მონასტერი დასრულდება, გარემო კიდევ უფრო ხელსაყრელი იქნება ლოცვისთვის, რომელიც მიგვიყვანს ღმერთთან ცხოვრების სრულყოფილებამდე, მაგრამ ჩვენ უკვე ვგრძნობთ მის ყოფნას და ასევე ბევრ სხვა სიკეთეს... გვაქვს მცირე სივრცე, რომელიც ამ მომენტისთვის შეგვიძლია შევთავაზოთ ადამიანებს.ისინი ხშირად გვიყვებიანიმ სიმშვიდისა და სიხარულის შესახებ, რომელსაც ამ ადგილას განიცდიან. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დრასტი შეძლებს სიცოცხლის გასხივოსნებას მთელს შემოგარენში.



შოთა გიქოშვილი


コメント


bottom of page