დაუნის სინდრომის მქონე მონაზონმა მარი–ანჟემ საფრანგეთში, მოკრძალებულ მონასტერში 33 წელი იცხოვრა და 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან უამრავი სიკეთე დატოვა.
და მარი-ანჟე სამონასტრო ცხოვრებით „კრავის მოწაფეების პატარა დებთან“, ცხოვრობდა. ეს საზოგადოება 1985 წელს დაარსდა და იგი მსოფლიოში ერთადერთი მონასტერია, სადაც იღებენ პოსტულანტებს (პირი, რომელმაც სამონაზვნო ორდენში მიღება ითხოვა) 21-ე ქრომოსომის ტრისომიით, რათა მათ შეძლონ თავიანთი მოწოდების რეალიზება.
მარი-ენჟი დაიბადა 1967 წელს, იმ დროს, როდესაც ტრისომია 21 სირცხვილის საბაბი იყო და დაუნის სინდრომით დაბადებულ ადამიანებს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდათ.
1987 წელს, როდესაც „კრავის მოწაფეების პატარა დების“ კონგრეგაცია პირველ ნაბიჯებს დგამდა, მარი-ენჟი შეხვდა მათ. ის კონგრეგაციაში 2020 წლამდე, სიკვდილამდე დარჩა და მისმა ცხოვრებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის გარემოცვაზე.
მონაზვნებს ახსოვთ მარი-ენჟის უბრალოება, სიმშვიდე, ხალისი სიცოცხლისა და სულიწმიდით შთაგონებული მისი „კეთილი სიტყვები“, როგორიცაა „მშვიდად იცხოვრე“ და „მე ვარ მონაზონი სამარადისოდ“. ისინი სიამოვნებით იხსენებენ ერთად გატარებულ წუთებს და მარი-ენჟის ჩვევებს, როგორიცაა სახარების მთელი ფრაგმენტების ხელით გადაწერა. ეს იყო მისი ლოცვის გზა ღვთის სიტყვით.
მარი-ენჟიმ შეძლო თავისი მოწოდების რეალიზება. დებმა მისთვის კარგი მატერიალური პირობები, სიახლოვე და სულიერი ცხოვრების განვითარების ხელშემწყობი გარემო უზრუნველყვეს. ამ გზით, მათ რეალურად გამოაცხადეს „სიცოცხლის სახარება“, რომელიც იოანე პავლე II-მ გამოაცხადა 1995 წელს ამავე სახელწოდების ენციკლიკაში (Evangelium Vitae). მასში წმინდა პაპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ყოველი ადამიანის სიცოცხლის ღირებულება და ხელშეუხებლობა, რომელიც თავიდანვე ჩაწერილია ღვთის გეგმაში.
მარი-ენჟის ღრმად ქრისტიანულ ოჯახზე ძალიან იმოქმედა 21-ე ქრომოსომის ტრისომიის ამბებმა და გარკვეული დროით მარი საკუთარ თავში ჩაიკეტა.
საბედნიეროდ, მისი მშობლები დაუკავშირდნენ პროფესორ ჟერომ ლეჟეს, რომელმაც შეძლო მათი იმედის აღდგენა და თქვა, რომ "ის ჩვენზე უკეთ შეძლებს სიყვარულს, ვიდრე ჩვენ“. მაშინ მიხვდნენ, რომ მათ ქალიშვილს არა აქვს ნაკლოვანება, არამედ აქვს ნიჭი, უნიკალური უნარი, შეძლოს ცხოვრებისეულ გამოწვევებში მონაწილეობა. მათი საზრუნავი არანაკლებ მძიმე იყო, მაგრამ იმ მომენტში ის გარდაქმნა ქრისტიანულმა იმედმა, რომელიც მათ არასდროს უმტყუნებდა.
დედა ლაინმა, „კრავის მოწაფეთა საზოგადოების პატარა დების“ დამფუძნებელმა და წინამძღვარმა, სულიწმიდის მეშვეობით, შეძლო გასძღოლოდა კონგრეგაციას, ისე, როგორც დამწყებს შეეფერება. 1984 წელს, ლაინ რონდელოტმა გაიცნო 21-ე ტრისომიით დაავადებული ახალგაზრდა ქალი, ვერონიკა, რომელიც იყო პირველი, ვინც შევიდა რელიგიურ საზოგადოებაში თავისი მოწოდების რეალიზებისთვის. თუმცა სამწუხაროდ, მას არ გაუმართლა.
ლაინმა იგრძნო ჭეშმარიტი მოწოდება, ემსახურა თავმდაბლად, რაც ტრისომიას თავის ადგილს ანიჭებს განსაკუთრებულ საზოგადოებაში. ლაინ რონდელომ ვატიკანს შესთავაზა საზოგადოებრივი ცხოვრების წესი, რომელიც ადაპტირებულია ტრისომიის შედეგად გამოწვეული შეზღუდვებით.
არ დავივიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ფიგურა, რომლის გარეშეც საზოგადოებას შესაძლოა ვერასდროს ენახა დღის სინათლე: მამა ანრი ბისონიე (1911-2004), ფსიქო–პედაგოგიის მკვლევარი და პროფესორი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრებამსგავსი დაავადებების კვლევას მიუძღვნა და დაასკვნა, რომ ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებს შეუძლიათ „ურთიერთობის, პროგრესის, ავტონომიის, ინტელექტისა და სულიერი ცხოვრების უნარი“. მან ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა: „სულიერ სფეროში, ინვალიდობის ცნება არ არსებობს“.
მონაზონმარი-ენჟისა და მისი კონგრეგაციის მაგალითი გვახსენებს ღმერთის შეუცნობელ საიდუმლოს, რომელსაც მოსწონს „პატარები“. ასე რომ, ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოდი“ (იგავნი 9:4), ან: „გადიდებ შენ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, რომ დაუმალე ეს ბრძენთ და გაუმხილე ჩვილებს“ (მათ. 11, 25).
წყარო: pl.aleteia.org
შოთა გიქოშვილი
Comments