top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

„მონა ღვთისა“ ბერნარდო ანტონინის საგმირო სათნოებები აღიარებული იქნა


დასრულდა დონ ბერნარდო ანტონინის ნეტარად შერაცხვის კიდევ ერთი ეტაპი და მას მიენიჭა „Venerabile“-ის ტიტული. ეს გახლავთ ნეტარის წინა საფეხური.


21 დეკემბრის აუციენციაზე, პაპმა ფრანცისკემ მიიღო წმინდანთა საქმეების კონგრეგაციის პრეფექტი, კარდინალი მარჩელო სემერარო და მას მიანიჭა უფლებამოსილება, რათა გამოეცა დეკრეტი საგმირო სათნოებების აღიარებისა და ზოგიერთი მოღვაწის მოწამეობრიობის შესახებ. მათ შორის ერთ-ერთია „მონა ღვთისა“ მამა ბერნარდო ანტონინი, მღვდელი, რომელიც დაიბადა 1932 წლის 20 ოქტომბერს, ჩიმეგოში (იტალია) და გარდაიცვალა 2002 წლის 27 მარტს ყარაღანდაში (ყაზახეთი).


მამა ბერნარდო ანტონინი მღვდლად 1956 წელს იქნა ხელდასხმული და მსახურებას ვერონის ეპაქრიის სხვადასხვა სამრევლოში ეწეოდა. ამავე წლიდან იგი ასწავლიდა ვერონის მცირე სემინარიაში და იყო სულიერი მოძღვარი სხვადასხვა სამრევლოში, ამავდროულად, იგი იყო რამდენიმე საერო გაერთიანების კაპელანიც. 1958 -1962 წლებში მამა ბერნარდო სწავლობდა მილანის უწმინდესი გულის კათოლიკურ უნივერსიტეტში ლიტერატურისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მან შეისწავლა თანამედროვე ფრანგული ენა და მიიღო დოქტორის დიპლომი.


1988 წელს დონ ბერნარდომ გაიგო საბჭოთა კავშირის დაშლისა და კიევის რუსეთის გაქრისტიანებისდან 1000 წლისთავის ზეიმის შესახებ, რაშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ კათოლიკე იერარქებსაც. ზუსტად ამ დროს, მას გაუჩნდა რუსეთში მისიაზე წასვლის სურვილი. 1989 წლის 2 ივნისს იგი ჩავიდა საბჭოთა კავშირში, რათა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესწავლა რუსული ენა და კულტურა.


ვერონაში დაბრუნების შემდეგ, დონ ბერნარდომ ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს აცნობა, რომ ჰქონდა სურვილი რუსეთს ევანგელზაციის საქმეში დახმარებოდა. 1991 წელს იგი ჩავიდა რუსეთში და დაიწყო მსახურება ქალაქ მარქსში, ამავე წლის სექტემბრის ბოლოს, არქიეპისკოპოსმა თადეუშ კონდრუსევიჩმა იგი მოსკოვში კატეხიზატორთა მოსამზადებელი კოლეჯის პროფესორად მიიწვია.


1993 წლის 14 ივლისს, სწორედ დონ ბერნარდომ წარუდგინა პაპ იოანე პავლე მეორეს არქიეპისკოპოს თადეუშ კონდრუსევიჩის გადაწყვეტილება, დეკრეტი სასულიერო სემინარიის შექმნასთან დაკავშირებით. დონ ბერნარდო ანტონინი მოსკოვის სასულიერო სემინარაში რექტორად დაინიშნა. ეს სემინარია იმ დროისათვის ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახების საკათედრო ტაძართან ახლოს, სამშენებლო ვაგონებში იყო განთავსებული. დონ ბერნარდო „მისტიური რექტორი“, როგორც იგი თავის თავს უწოდებდა, მუდამ ყურადღებით ეკიდებოდა ღვთის განგებულების ყველა ნიშანს. იგი გამუდმებით ეძებდა საშუალებას სემინარიის არსებობისათვის. სასულიერო სემინარია მოსკოვიდან გადატანილი იქნა სანკტ-პეტერბურგში და სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა ამავე ქალაქში ლურდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 1995 წლის 10 დეკემბერს.

სასულიერო სემინარიაში მსახურების პერიოდში, დონ ბერნარდო საკმაოდ მომთხოვნი იყო. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა სულიერ ცხოვრებას და ამავდროულად, იყო ძალზედ კეთილი გულის პატრონი, როცა ვინმე რამე სთხოვდა.


მან დაიწყო შვილობილობის იდეის განვითარება, რაც გულისხმობდა იმას, რომ სასულიერო თუ საერო პირებს, სამრევლოებს თუ ასოციაციებს უნდა აეღოთ პასუხსიმგებლობა ეზრუნათ ერთ სემინარიელზე, როგორც ლოცვებით, ასევე მატერიალურად. ლოცვის გარდა, დონ ბერნარდო ასევე დიდი ყურადღებას აქცევდა აღმზრდელობით პროცესში მუშაობას, თავადაც ბევრს მუშაობდა და იგივეს ითხოვდა აღმზრდელებისა და სემინარიელებისგანაც.


2000 წლის საიუბილეო თარიღის დიდი სადღესასწაულო მზადების პასუხისმგებლობა, მთელი რუსეთის მასშტაბით, დააკისრეს დონ ბერნარდო ანტონინს. იგი თავისი ენთუზიაზმიდან, ენერგიულობიდან და მორჩილებიდან გამომდინარე მზად იყო აეღო პასუხსიმგებლობა ამ საქმეში, თუმცა მოუწია დაეტოვებინა სასულიერო სემინარიის რექტორობა. ამის შესახებ გადაწყვეტილება 1999 წლის აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის ეპისკოპოსთა კონფერენციზე გამოცხადდა. სარატოვის ეპისკოპოსმა კლემენს პიკელმა თავის წერილში დონ ბერნარდო ანტონინი მოიხსენია, როგორც ადამიანი, რომელმაც სემინარიაში მსახურების დროს, გამოავლინა თავმდაბლობა, სიბრძნე და კეთილსინდისიერება. ამავე წლის აპრილში, დონ ბერნარდომ მიიღო სამოციქულო პროტონოტარიუსის ტიტული.


დონ ბერნარდო ანტონინიმ დიდი თავგანწირვით განაგრძო თავისი მოღვაწეობა, ზრუნავდა მღვდლების აღზრდაზე და ხელმძღვანელობდა გაზეთს „სახარების ნათელი“.

„ძვირფასებო, ეკლესიის ძალა და მღვდლების გზა სიწმინდისკენ არის მორჩილებაში“- ეს სიტყვები დონ ბერნარდომ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს წარმოსთქვა.


ამავე ინტერვიუში დონ ბერნარდომ თავისი შეხედულება გამოთქვა მღვდლების აღზრდასთან დაკავშირებით: „თუ მღვდელი გადაწყვეტს, რომ თავისუფლ დროს მიიღოს სულიერ ვარჯიშებში მონაწილეობა, მაშინ, ეს მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ორმოცდაათი წუთის შემდეგ მოხდება. სამრევლოსთვის გაცილებით მნიშვნელოვანია 4 საათი ლოცვა ვიდრე 4 საათი საორგანიზაციო-საყოფაცხოვრებო საკითხების ამაოებით დაკავება“. დობ ნერნარდომ ასევე აღნიშნა, რომ მთელს მსოფლიოში დაახლოებით ორმოცდაათამდე მონასტერს „დააძალა“ სემინარიაზე ლოცვა. მისთვის მოციქულეობრივი ადგილი შეიძლება ყოფილიყო მატარებლის კუპე, თვითმფრინავი, ტაქსი. ნებისმიერი ადგილი, სადაც შეეძლებოდა ხალხთან საუბარი.

1993 წლიდან დონ ბერნარდოს ინიციატივით გამოიცა საღვთისმეტყველო ჟურნალი Theologia, როგორც წმინდა თომა აქვინელის საღვთისმეტყველო კოლეჯის ორგანიზმი. ჟურნალი უდიდეს როლს ასრულებდა იმ დროინდელ არც თუ ისე დიდ საღვთისმეტყველო წრეებში.


1992 წელს დონ ბერნარდომ იტალიიდან მიიღო რადიოსადგურისთვის საჭირო ტექნიკა და მოიპოვა ნებართვა შეექმნა „რადიო მარია“ მოსკოვში. რეგისტრაციის დოკუმენტში სპონსორად მითითებულია მამისეული განგება. რადიომ თავისი პირველი მაუწყებლობა 1993 წლის 1 ივნისს დაიწყო. ამავე რადიოს პირველი რედაქტორი გახლდათ დონ ბერნარდო, მან ასევე დააარსა რადიო მარია სანკტ-პეტერბურგში, იქ რადიომ თავისი ოცდაოთხსაათიანი მაუწყებლობა დაიწყო 1997 წლის ზაფხულში.


2001 წლის 1 ივნისის ნომეში, მან გაზეთ „სახარების ნათელი“-ში თავისი სამწყსო სიტყვა მიუძღვნა ჩვეულ თემას ანუ არდადეგებს, რომელიც უნდა იყოს არა მხოლოდ დასვენები დრო, არამედ ღმერთთან შეხვედრის დროც. ამავე ჟურნალის პირველი გვერდი იუწყებოდა, რომ ვერონის ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით, დონ ბერნარდო ანტონინი თავის მსახურებას განაგძრობდა ყარაღანდაში (ყაზახეთი) და რომ გამოსათხოვარი წირვა აღევლინებოდა სექტემბრის პირველ კვირა დღეს, ანუ 2001 წლის 2 სექტემბერს. მოსკოვთან დონ ბერნარდოს დამშვიდობების დღეს, გაზეთმა გამოაქვეყნა მისი სტატია, „რატომ მიყვარს რუსეთი?“ ეს ტექსტი კი შემდგომ ამავე სახელწოდების წიგნში შევიდა.

დონ ბერნარდო აღიარებდა, რომ რუსეთიდან მისი წასვლა მსხვერპლის გაღებაა.

დონ ბერნარდო იყო ღია ადამიანი და ისწრაფოდა მართლმადიდებლებთან და სხვა ქრისტიანულ დენომინაციებთან კონტაქტისაკენ. იგი დიდი პატივს სცემდა მართლმადიდებელ ეკლესიას და ლოცულობდა ერთიანობისთვის, ესწრებოდა მართმადიდებლურ ეკლესიებში ღვთისმსახურებას და წერილებს უგზავნიდა მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს. დონ ბერნარდოს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა სანკტ-პეტერბურგის პროტესტანტულ სასწავლო დაწესებულებებთანაც. კათოლიკურ სასულიერო სემინარიაში მუშაობდნენ მართლმადიდებელი სასულიერო და საერო პირებიც.


დონ ბერნარდო თავის მოგონებებში ცდილობდა ემსჯელა იმაზე, თუ რა უშლიდა ხელს მარლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის დიალოგს. იხსენებდა უნიატების პრობლემას, რომელთა ლიკვიდაციაც სტალინმა მოაწყო და ცდილობდნენ მიეღწიათ სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ გახდნენ ფეხწამოსაკრავ ქვად რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომაულ-კათოლიკურ ეკლესია შორის. იგი ასევე წერდა: „ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთმა სასულიერო მოძრაობამ გადააჭარბა თავის გულმოდგინებას, ზოგჯერ ევანგელიზაციის ყველაზე რადიკალურ ფრომებს მიმართავდნენ, თითქოს მართლმადიდებლები არც კი ყოფილიყვნენ ამ მიწაზე“.

დონ ბერნარდო გადატვირთული იყო მუშაობით, თუმცა არსებობს ცნობები, რომ იგი უსიტყვოდ აღასრულდებდა თავის სამღვდელო და ადამიანურ მსახურებას. მისი პირადი მიმოწერებიდან ჩანს, რომ იგი ისეთივე ყურადღებით ეკიდებოდა უბრალო ადამიანებს, რომლებსაც არ შეეძლოთ დახმარება, როგორც ოფიციალურ პირებსა და სპონსორებს. იგი ასევე სწერდა წერილებს პატიმრებს, უგზავნიდა მათ კრიალოსნებსა და სასულიერო ლიტერატურას. სთხოვდა ელოცათ სემინარიისა და კოლეჯისათვის.


დონ ბერნარდოს ძლიერ სწამდა ღვთის განგების, ენდობოდა მას და სხვებსაც ამას ასწავლიდა. მისი ღმერთისადმი რწმენით იბადებოდა მოყვასისადმი სიყვარული, რომელთა გამოც მზად იყო რისკზე წასულიყო.


დონ ბერნარდო ლოცვის გარდა დიდ ყურადღებას სამუშაოს უთმობდა და ხშირად ამბობდა: „ბევრი უნდა იმუშაო, რომ ცოდვის ჩასადენად დრო არ დაგრჩეს“.


მიუხედავად იმისა, რომ დონ ბერნარდო სულიერად ფხიზელი იყო, მისი ფიზიკური ძალები იწურებოდა. 2001 წლის 17 აგვისტოს მან მისწერა გამოსათხოვარი წერილი არქიეპისკოპოს თადეუშ კონდრუსევიჩს და იმავე დღეს გაემგზავრა ყაზახეთში. 2001 წლის 31 აგვისტოს მან დაწერა ანდერძი. იგი დასახლდა ყარაღანდის სასულიერო სემინარიაში „მარიამი ეკლესიის დედა“ და მიიღო ვიცე-რექტორის პოსტი, ასევე ასწავლიდა ბიბლიურ თეოლოგიას. სექტემბერში დონ ბერნარდო დაინიშნა უკვე რამდენიმე წლის არსებული ყოველთვიური ჟურნალის „კრედო“-ს მთავარ რედაქტორად.

დონ ბერნარდო 2002 წლის 27 მარტს დილას გარდაიცვალა. იგი მუდამ მზად იყო სიკვდილისთვის. თითქმის ყოველ დღე ამბობდა აღსარებას, ბოლოს მან თავი ცუდად იგრძნო, იგი თავის სამუშაო მაგიდასთან გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად დასახელდა აორტის ანევრიზმის გაწყვეტა.


პანაშვიდის წირვა აღევლინა ყარაღანდაში და მისი სხეული გაიგზავნა მოსკოვში, ხოლო შემდეგ ვერონში. ვერონაში პანაშვიდის წირვის დროს წაკითხულ იქნა მისი სულიერი ანდერძი, რომელიც დაწერა 1998 წელს, ლურდში (საფრანგეთი).


„უწმინდესი სამების, მამის, ძის და სულიწმინდის სადიდებლად, ვისი განკარგულებითაც მთელი ჩემი მიწიერი ცხოვრება გავეცი. მე მადლიერი ვარ ღვთის განგებისა და ქალწული მარიამის უმანკო გულისა ყველა მადლისათვის.


სიცოცხლისაკენ მოწოდებისათვის, წმინდა ნათლობისათვის, სემინარიაში თორმეტი წელი სწავლისათვის, რომლის კულმინაციაც გახდა ჩემი მღვდლად ხელდასხმა, ლინგვისტიკის, ღვთისმეტყველებისა და ბიბლიის შესწავლისათვის, სასულიერო სემინარიაში მასწავლებლობისა და აღმზრდელობისათვის, ეპარქიაში ურიცხვი სამწყსო და სამოციქულო შრომისათვის, რუსეთში მისიისკენ მოწოდებისათვის, სეკულარულ ინსტიტუტში მსახურებისათვის, რომელიც დაკავშირებულია წმინდა პავლეს საზოგადოებასთან და რომელიც დააარსა ღირსმა დონ ჯაკომო ალბერიონემ, რომლის მიზანიც არის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სამოქიცულო იარაღად გამოყენება.


მადლიერი ვარ მოსიყვარულე ღმერთისა ჩემდამი მონდობილი უამრავი სამწყსო სიხარულისა და განსაცდელებისათვის, განსაკუთრებით კი მორალურისათვის, რომელიც მონდობილი მაქვს არც თუ ისე ცოტა. მადლიერი ვარ ღმერთისა წმინდა ევქარისტიის შეუდარებელი მადლისათვის, რომელიც არის საპასექო მსხვერპლი, მადლიერი ვარ ზიარებისა და თაყვანისცემის მადლისათვის. რვა წლის ასაკიდან მე პრაქტიკულად ყოველ დღე ვღებულობდი წმინდა ზაირებას. Deo grastias per Mariam - კვლავ ვთხოვ უფალს მომიტევოს ჩემი შეცოდებები. მწამს, რომ ღმერთის უსასრულო გულმოწყალება აღემატება ჩემს ცოდვებს. მწამს, რომ ყველა ცოდვა მომეტევა, უპირველეს ყოვლისა, წმინდა მონანიების საიდუმლოში, დიდ სემინარიაში მსახურების დროს, მრავალჯერ მივეახლებოდი ხოლმე, დიდმარხვის პერიოდში - ყოველდღე.


თავმდაბლად და გულახდილად ვთხოვ პატიებას ყველას, ვისაც ვაწყენინე, ვინც გავაწბილე, ვისთვისაც ცუდი მაგალითი ვიყავი, ნებით თუ უნებლიედ. მე კი ჩემი მხირივ, ყველას ვპატიებ. შევთხოვ უფალს მომმადლოს სიკვდილი უდიდესი სულიერი მხურვალების მომენტში, მზად ვარ მივიღო ნებისმიერი სახის სიკვდილი, მაგრამ მაინც შევთხოვ სიკვდილს საკურთხეველთან წმინდა ზიარების მიღებისა დროს, რომელიც არის საღვთო ბილეთი ცათა სასუფევლისკენ. მსურს მოვკვდე კათოლიკე ეკლესიასთან სრულ ერთობაში ყოფნით, რომელიც არის სამოციქულო რწმენის სიმბოლო ეკლესია - ჩემი კრედო.


შევთხოვ უფალს მადლს, უცვლელად და სიხარულით აღვასრულო მისი წმინდა ნება ეკლესიისა და ჩემი ეპისკოპოსის მორჩილებაში ყოფნით.


ჰოი იესო, მომმადლე უწმინდესი ქალწული მარიამის შუამდგომლობით, რომელიც არის წმინდანთა დედუფალი, ჭეშმარიტი და ღრმა წყურვილი ყოველდღიური განწმენდისა, ასევე წმინდა ევქარისტიისა და შერიგების საიდუმლოებების მიღებისა, სურვილი მოციქულეობისა და ტანჯვების მადისა, სანაცვლოდ კი უფალო თავმდაბლად და გულუხვად გწირავ ჩემს სიცოცხლესა და სიკვდილს, თუ ეს შენთვის სასურველი იქნება, უფალო. დაე, ეს აღსულდეს უფალო იქ და მაშინ, როცა ამას მოისურვებს შენი მოსიყვარულე განგება. ჰოი, ჩემო ღმერთო, შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის. მოციქულეობრივი ცეცხლით აგიზგიებული, ვუძღვნი შენი და უწმინდესი ქალწული მარიამის სიყვარულს, შენი სიყვარულის სხივს ჩემი შენდამი მონდობილი სოცოცხლის, არა მხოლოდ ყოველ დღეს, არამედ ყოველ წამს.


უფალო აჰა მე, მე სრულად შენი ვარ. ყველას, ვინც მიცნობს, ვთხოვ ილოცოთ ჩემთვის, რათა მივაღწიო სამოთხის დიდებას, მე კი ჩემი მხრივ, პირობას ვდებ, ვილოცო ყველა მათთვის, ვინც მეხმარებოდა ამ ცხოვრების მანძილზე და ასევე მათთვის, რომლებსაც თუნდაც ერთხელ მაინც შევხვედრილვარ. პირობას ვდებ, ვილოცო ყველა ჩემი ნათესავისათვის, ჩემი საყვარელი ვერონის ეპარქიისათვის, რუსეთისათვის, განსაკუთრებით კი რუსეთისა და ყაზახეთის სასულიერო სემინარიებისათვის, წმინდა თომა აქვინელის სახელობის კოლეჯისათვის, გაზეთ „სახარების ნათელისათვის“, რადიოსათვის, ეკლესიის ყველა მსახურთათვის და მთელი სამყროსათვის. გაკურთხებთ ისე, როგორც გაკურთხებდით ყოველ საღამოს, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. ყველა თქვენგანს უმანკო ქალწული მარიამის გულთან შეერთებული გეუბნებით - „შევხვდებით ცათა სასუფეველში“.


დონ ბერნარდო ანტონინის სემინარიაში მოღვაწეობის დროს, სანკტ-პეტერბურგში სწავლობნენ სტუდენტები საქარველოდან, ზოგიერთი მათგანი დღეს მღვდელია. ისინი კარგად იცნობდნენ დონ ბერნარდოს.


თარგმანი: შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page