top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მონღოლეთში ჩასვლისთვის პაპი 12 ქვეყანას გადაუფრენს, მათ შორის საქართველოსაც

31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, პაპი ფრანცისკე მონღოლეთს მოინახულებს. ამისათვის იგი თორმეტი ქვეყნის საჰაერო სივრცეს გაივლის. მონღოლეთში იგი სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობების წარმომადგენლებს შეხვდება და მიესალმება ქალსაც, რომელმაც ღვთისმშობლის ქანდაკება სანაგვეზე იპონა.


პაპი ფრანცისკე შეხვდა ბუდისტ ლიდერს მონღოლეთიდან. 2022 წლის 28 მაისი.

10 წლის წინ, ჩრდილოეთ მონღოლეთში, სადაც ძალიან ცოტა კათოლიკეები ცხოვრობენ, ქალმა დაჰარნას ნაგავსაყრელზე ღვთისმშობლის ქანდაკება იპოვა. სინამდვილეში,მან ქანდაკებაში ღვთისმშობელი ვერ ამოიცნო, თუმცა იგი სახლში მაინც წაიღო და შეინახა.


2022 წელს, ეს ისტორია ულანტრას სამოციქულო პრეფექტს, კარდინალ ჯორჯო მარენგოს მოუყვნენ. მანქანდაკება დედაქალაქში, წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში ჩამოაბრძანა და ამავე წლის 8 დეკემბერს,ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ქანდაკების წინაშე, მონღოლეთი ღვთისმშობლის მფარველობას მიუძღვნა.


მორწმუნეებმა და მისიონერებმა ეს ქანდაკება სამოციქულო პრეფექტურაში გააგზავნეს, ხოლო პაპის გადაწყვეტილებით, ამ პატარა ქანდაკებას “ზეცის დედა” ეწოდა.

მონღოლეთში ჩასვლისას, პაპის წირვა სწორედ “ზეცის დედას”, უმწეოთა ღვთისმშობელს მიეძღვნება. ვიზიტის ბოლოს კი, პაპი გულმოწყალების სახლს აკურთხებს. ეს იქნება წმინდა მამის მონღოლეთში მოგზაურობის ბოლო აქტივობა.


„გულმოწყალების სახლი“ შედგება სარდაფისა და სამი სართულისგან. ადრე იგი წმინდა პავლე შარტროსკის ჰოსპიტალურ დედებს ეკუთვნოდათ და სამედიცინო ტექნიკითაღჭურვილი უსახლკაროთა თავშესაფარს წარმოადგენდა. ამიერიდან, ეს სახლი ქალაქში ჩამოსული მიგრანტების თავშესაფარიც გახდება.


სწორედ ეს ორი ძირითადი მოვლენაა გაწერილიპაპ ფრანცისკეს მონღოლეთში ვიზიტისას, რომელიც 31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ამის შესახებ, ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა წმინდა საყდრის პრესსამსახურის უფროსმა, მათეო ბრუნიმ. ორდღიანი მოგზაურობა,ერთი დღე დასვენება და რამდენიმესაათიანი შეხვედრები – ასე გამოიყურება წმინდა მამის რიგით 43-ე სამოციქულო მოგზაურობის გეგმა.


მონღოლეთი 61-ე ქვეყანაა, რომელშიც პაპი ფრანცისკე გაემგზავრება. ამ ქვეყანაში ეს პაპის პირველი ვიზიტი იქნება. თუმცა იგი გაცილებით ადრე, 2022 წელს დაიგეგმა და შემდეგ პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,გაუქმდა.


როგორც ვატიკანში განმარტავენ, პაპის მონღოლეთში ვიზიტი იქნება, რადგანაც ამ ქვეყანაში იეზუიტებიარ არიან. შესაბამისად,ამ ორდენის წარმომადგენლებთან ტრადიციული შეხვედრა არ შედგება. წმინდა მამა შეხვდება მისიონერებს, თუმცა სხვა რელიგიურ საკრებულოებთან შეხვედრებს არ გამართავს.


სტუმრობისას, პაპი მიმართავს ადგილობრივ კათოლიკეთა არც თუ ისე დიდ სამწყსოს, ასევე ჩაატარებს რელიგიათაშორის შეხვედრას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ტიბეტელი ბუდისტები, „მეშვიდე დღის“ადვენტისტების ეკლესია, მუსლიმები, შამანიზმის მიმდევრები, ბაჰაისტები, სინტოისტები, ინდუისტები, თუმცა უცნობია ბუდისტები ჩართავენ თუ არა დელეგაციაში მეათე რეინკარნაციის კჰალჰა ჯეცუნ დჰამპა რინპოჩეს, 8 წლის ბიჭუნას, რომელიც ამ წელს, დალაი - ლამად აღიარეს. როგორც ვატიკანის პრეს–სამსახურში ამბობენ, აღნიშნული ჯერ უცნობია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჩინელების უკმაყოფილება, რომლებიც ასევე აქვთ რეინკარნაციის აღიარების უფლება.


დიდი იმედი მყარდება ტელეგრამაზე, რომელსაც პაპი ჩინეთს გაუგზავნის, როგორც უკანასკნელ ქვეყანას, რომლის გავლითაც პაპის თვითმფრინავი გადაიფრენს,მას შემდეგ,რაც გაივლის იტალიის, ხორვატიის, ბოსნია–ჰერცეგოვინას, სერბეთის, მონტენეგროს, ბულგარეთის, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საჰაერო სივრცეებს. უკანა გზაზე, მოსალოდნელია იგივე შინაარსის ტელეგრამის გაგზავნა.


ვატიკანშიხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პაპი ფრანცისკე ისაუბრებს ხალხთან, რომლისთვისაც ტრადიციული რელიგია არასოდეს ყოფილა დაბრკოლება სხვა სარწმუნოებების განვითარებისადა ქვეყნის შენებისათვის. იგი ასევე ისაუბრებს სტეპებს ნაჩვევ, სახლებიანად მოხეტიალე, მომთაბარე ხალხთან.


პაპის გამოსვლებში შესაძლოა ველოდოთ გარემოსდაცვით საკითხებს, იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში, მონღოლეთი ცდილობს შეინარჩუნოს გარემო მიწის საგულდაგულო მართვის გზით.


პაპის ყველა გამოსვლა იქნება იტალიურ ენაზე, მათ შორის:პროგრამა, ხელისუფლებასთან მისალმება, მისიონერებთან შეხვედრა, ეკუმენური შეხვედრა და წმიდა წირვა, გულმოწყალების სახლის მონახულება. პაპთანშესახვედრად მომლოცველები ჩავლენ ჩინეთიდან, რუსეთისა და ყაზახეთიდან. ასევე ელოდებიანდელეგაციას ჰონკონგიდანაც.


წყარო: www.acistampa.com


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page