მორწმუნეთა მონაწილეობით პაპი პირველ წირვას 18 მაისს აღავლენს
- catholic.ge
- May 9
- 1 min read
წმიდა საყდრის ინფორმაციის მიხედვით, პაპი ლეონ XIV-ს პირველი წირვა, სადაც მორწმუნეთა დასი მიიღებს მონაწილეობას, კვირას 18 მაისს აღევლინება. ლიტურგია რომის დროით დილის 10:00 საათზე, წმიდა პეტრეს მოედანზე დაიწყება.

უახლოესი ღონისძიებების განრიგი ასეთია:
10 მაისი, შაბათი – შეხვედრა კარდინალებთან
11 მაისი, კვირა – Regina Caeli ლოცვა წმიდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან
12 მაისი, ორშაბათი – შეხვედრა საერთაშორისო მედიასთან
16 მაისი, პარასკევი – შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან (მისიების ხელმძღვანელებთან)
18 მაისი, კვირა – პირველი საზეიმო წირვა მორწმუნეთა დასის ჩართულობით (10:00, წმინდა პეტრეს მოედანი)
21 მაისი, ოთხშაბათი – პირველი გენერალური აუდიენცია
24 მაისი, შაბათი – შეხვედრა რომის კურიისა და ვატიკანის თანამშრომლებთან
25 მაისი, კვირა – Regina Caeli
ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები
ვატიკანის განცხადებით, პაპმა ლეონ XIV–მ სთხოვა რომის კურიის ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და წევრებს, ასევე ვატიკანის ქალაქის სახელმწიფოს პონტიფიკალური კომისიის პრეზიდენტსა და მდივნებს, დარჩნენ თავიანთ თანამდებობებზე დროებით, სანამ სხვა განკარგულება გამოიცემა (donec aliter provideatur).
ამასთან, აღნიშნულია, რომ პაპი იტოვებს უფლებას განაგრძოს გარკვეული პერიოდი რეფლექსიისთვის, ლოცვისა და დიალოგისთვის, სანამნდანიშვნებისა და დადასტურებების თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments