top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მორწმუნე მიცვალებულთა სულების მოხსენიება – 2 ნოემბერი


2 ნოემბერს კათოლიკე ეკლესია ყველა მორწმუნე მიცვალებულს მოიხსენიებს.



მიცვალებულთა ლიტურგიული მოხსენიება IX საუკუნიდან იწყება, რაც სათავეს იღებს VII საუკუნიდან გავრცელებული სამონასტრო ადათ–წესიდან. თუმცა ეს იდეა ჯერ კიდევ ბიზანტიურ წესში არსებობდა, რომელშიც, მიცვალებულებს მოიხსენიებდნენ იანვრის ბოლო შაბათიდან თებერვლამდე. მოგვიანებით, 809 წელს, ტრიერის ეპისკოპოსმა, ამალარიო ფორტუნატო მეტცელმა, დაადგინა ზეცისკენ მიცვალებულთა მოხსენიების ლიტურგიული დღე. ხოლო 998 წლეს, კლუნის აბატის, ოდილო მერკიორის ბრძანებით, მოხსენიების თარიღად განისაზღვრა 2 ნოემბერი და მას წინ უძღოდა მოსამზადებელი ცხედრეული, ცნობილი, როგორც მიცვალებულთა ნოვენა, რომელიც იწყება 24 ოქტომბერს.


მიცვალებულთა მოხსენიება – ეს არის დღე, რომელსაც ღრმა თეოლოგიური შინაარსი აქვს, რადგან მასში მოქცეულია მთელი ადამიანური არსი, მისი საწყისიდან მის სასრულამდე და შემდგომ. ჩვენი რწმენის განახლება მდგომარეობს მის იმედში. ქრისტიანებს სწამთ ღმერთის, რომელიც არის არა მხოლოდ შემოქმედი, არამედ მსაჯულიც.


შესაბამისად, ღმერთი არის ასევე მსაჯული და მისი სამსჯავრო არის დროისა და სივრცის გარეთ ანუ ღვთიურ მარადიულობაში, რომელშიც უფლის სამეფო სრულად იქნება განხორციელებული. მისი განსჯა ორმაგია. ჩვენს ინდივიდუალურ ქმედებებზე რეაქციის გარდა, ჟამის აღსასრულს მოგვიწევს პასუხის გაცემა,როგორც კაცობრიობას. თუ ჩვენ დავიხოცებით ქრისტესთან ერთად, რადგან მთელი ცხოვრება გავატარეთ მასთან სიახლოვეში, მაშინ დაშვებული ვიქნებით წმინდანებთან თანაზიარებაში.


დღევანდელი დღესასწაული მოქცეულია იმ პერსპექტივაში, სადაც ეკლესია არ ივიწყებს თავის გარდაცვლილ ძმებს და ლოცულობს მათთვის და სთავაზობს არჩევით უფლებებს, აღასრულებს წირვებს და სთავაზობს მოწყალებას. ასე, რომ ის სულებიც კი, რომლებიც განწმენდას საჭიროებენ, მიაღწევენ ღმერთის ხილვას.


სიკვდილი გარდაუვალი ფაქტია და ყოველ ჩვენგანს შეუძლია გაიგოს ეს საკუთარი უშუალო გამოცდილებით, თუმცა ქრისტიანულ კონცეფციაში ეს არ ითვლება ბუნებრივ ფაქტად, პირიქით. ეს არის ღმერთის ნების საწინააღმდეგო ფაქტი. უფალი ღმერთი გვაძლევს უხვად სიცოცხლეს, სიკვდილი კი არის შედეგი ჩვენი ცოდვისა. ღმერთი, ქრისტეში თავის თავზე იღებს ჩვენ ცოდვებსა და მის შედეგებს, ამიტომაც სიკვდილიც ასევე ხდება შესასვლელი კარი. ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების წყალობით, ჩვენ შევძლებთ სიკვდილისა და ტკივილის წინაშე არსებული შიშის დაძლევას, რომელსაც ჩვენ განვიცდით. ეს კი მაშინ ხდება, როცა ჩვენ ვკარგავთ ჩვენთვის ახლობელ ადამიანს. მორწმუნე ადამიანისათვის არა აქვს განსხვავება ცოცხალ და გარდაცვლილ ადამიანს,რადგან გარდაცვლილები არიან ცოცხლები, ხოლო მოკვდინება არის მიწიერი ფუნქციებისაგან ჩამოშორება და აღდგომის მეშვეობით გარდაქმნა.


ადამიანური დამოკიდებულება მიცვალებულების მიმართ არის ადამიანური განთიადის საწყისი, მაგრამ როგორც ვიხილეთ, ქრისტიანობის მოსვლის შემდეგ ეს პერსპექტივა რადიკალურად შეიცვალა. როგორც ამას ძველ კატაკომბებზე ვხედავთ, პირველი ქრისტიანები სამარხებზე გამოთლიდნენ ხოლმე ლაზარეს ფიგურას და ამით გამოხატავდნენ სურვილს, რომ მათი ახლობლები ლაზარეს მსგავსად დაბრუნებულიყო სამარხიდან ქრისტეს მეშვეობით.



წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page