top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘მოძღვრებო, სამწყსო ინიციატივების მომზადებისას, ჩართეთ საერო პირები’ - პაპი

„მწყემსებისა და საერო პირებისსაერთო პასუხისმგებლობა ეკლესიაში არის გზა, რომლისკენაც ღმერთი მიგვითითებს, რათა განმტკიცდეს კავშირი“, – ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ ადგილობრივ საეპისკოპოსოებთან არსებულ საეროთა საკითხების კომისიის პრეზიდენტებთან და რეფერენტებთან ისაუბრა.


“დროა გადავლახოთ დაყოფა, რაც ხშირია ჩვენს ეკლესიაში. დაყოფა სასულიერო პირებსა და საეროებს შორის; ელიტურ ინტელექტუალურ რწმენასა და სახალხო რწმენას შორის; ეპისკოპოსებსა და მღვდლებს შორის; ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს შორის; მოძრაობებსა და სამრევლო საზოგადოებებს შორის და ა.შ… დღეს, ეს ყველაზე დიდი დაბრკოლებაა“, – თქვა პაპმა და დაამატა, რომ საეროთა როლი ეკლესიაში ფასდაუდებელია. “საეროთა მომზადება, პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს მისიაზე და არ დარჩეს იდეოლოგიაში მარტივად გარდამავალ თეორიად. ეს მომზადება იკვებება ღვთის სიტყვითადა საიდუმლოებებით, იზრდება პირად და საკრებულო ცნობიერებაზე და დაუყოვნებლივ უერთდება მოციქულობასა და დამოწმების სხვადასხვა ფორმას. სწორედ, რომ დამოწმებაასაეროთა მოციქულობის ფორმის გამოვლინება. იესო აკაკუნებს არა გარედან, არამედ შიგნიდან. ეკლესიამ იგი გარეთ გაუშვა და არ შეინარჩუნა თავის შიგნით, როგორც თავისი საკუთრება”, - აღნიშნა წმინდა მამამ.


„საეროთა როლის მნიშვნელობა გამომდინარეობს ეკლესიის, როგორც საღვთო ერის სწორი გაგებიდან, რომელთა ნაწილიც ხელდასხმულ მსახურთა გვერდითაა. როდესაც ვსაუბრობთ საღვთო ერზე, აუცილებელია აქცენტირება მათ საერომოწოდებაზე, - ნათლობის მოწოდებაზე. ერთიანი საღვთო ერისათვის უმთავრესია იესო ქრისტესადმი კუთვნილება. პირველი საუკუნის მოწამეები ამოწმებდნენ საკუთარ თავზე, როგორც ქრისტიანზე და არ ამბობდნენ: “მე ეპისკოპოსი ვარ, მე მღვდელი ვარ, მე ამა თუ იმ კონგრეგაციის წევრი ვარ”. იყო ქრისტიანი, ნიშნავს, იყო მონათლული. ეს ის არის, რაც გვაქცევს საღვთო ერის ნაწილად, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. დიახ! მღვდლობაც, ეპისკოპოსობაც და კარდინალის სანიც მეორეხარისხოვანია“,- თქვა პაპმა.


„აი, რატომ უნდა იყვნენ მზად სასულიერო პირები სემინარიიდანვე საერო პირებთან თანამშრომლობისათვის. მწყემსებმა და საერო პირებმა უნდა იარონ ერთად საეკლესიო ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, დედამიწის ყველა კუთხეში. მორწმუნე საეროები ეკლესიაში არ არიან სტუმრები, ისინი თავიანთ სახლში არიან. აუცილებელია უფრო მეტად იქნას დაფასებული საეროობის სულიერი ხარისხი და კომპეტენტურობა. განსაკუთრებით კი ქალების,ეპარქიებისა და სამრევლოების დონეებზე. საეროებთან აუცილებელია კონსულტაციები სამწყსო ინიციატივების მომზადებისას ადგილობრივ, ეროვნულ თუ საერთაშორისო საფეხურებზე. ასევე უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება ადგილობრივი ეკლესიების საბჭოებში. საეროები უნდა მონაწილეობდნენ ეპარქიების სხვადასხვა განყოფილებებში და სულიერად დაეხმარონ სხვა საეროებს, რადგანაც სულიერი გვერდში დგომა არა პრესვიტერების, არამედ საეროთა დამახასიათებელი ნიშანია. კვლავ მოგიწოდებთ, მოერიდოთ კლერიკალიზმს, ანუ „ეკლესიის სენს„ - უთხრა სტუმრებს პაპმა და უსურვა თავიანთ ეკლესიებში წინ წამოსწიონ მისიონერული მოქცევის სულისკვეთება.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page