პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მდებარე ‘იესო – კეთილი მწყემსის’ ტაძრისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთფანჯრიანი ვიტრაჟი შეიქმნა. მისი ფართობი ორ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ზომაა.
ეს უზარმაზარი ვიტრაჟი ტაძრის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. იდეის ავტორი ტაძრის ემერიტუსი წინამძღვარი, მღვდელი დიონიშ იედინაკია.
“მსურდა არ გამომესახა სტანდარტული, ‘იესო – კეთილი მწყემსის’ ხატი მწყემსის კვერთხითა და ხელში ბატკნით. მინდოდა მეჩვენებინა ადამიანებისთვის ესქატოლოგია ანუ ის კითხვები, რომლებიც ეხება სამყაროსა და ადამიანის ბედს. ამიტომაც ნამუშევრის ორ მხარეს წარმოდგენილი არიან დახსნილი ადამიანები, ხოლო ცენტრში – ქრისტე, როგორც კარი ცხოვრებისთვის. ძველი აღთქმის სცენები კი საუბრობენ იესოზე”, - განმარტა მღვდელმა.
ამ ვიტრაჟის საერთო ფართობი 426 კვ.მეტრია და მსოფლიოში ყველაზე დიდია. სიდიდით მის შემდეგ მოდის 100 კვ. მეტრ ფართობის მქონე ვიტრაჟი კანზაში, აშშ-ში უფლის აღდგომის სახელობის ტაძარში, რომელიც აქამდე ყველაზე დიდი ვიტრაჟად ითვლებოდა.
“ვიტრაჟი სიდიდით შეგვიძლია შევადაროთ ორსართულიან საცხოვრებელ შენობას ანდა კალათბურთის მოედანს. იგი შედგება 400 მეოთხედი ნაწილისგან 27 ვერტიკალურ ზოლში. მის შექმნას 2 წელი დასჭირდა”, - ამბობს სტუდია TESTOR-ის წარმომადგენელი, რომელმაც პროფესორ ვინსენტ კუჩმას პროექტი განახორციელა.
ამ ეტაპზე, შემსრულებელმა კომპანიას წარუდგინა 1:1 მასშტაბის პროექტი, სადაც უკვე არჩეული იყო ფერები, შემდეგ კი დაიწყო მისი გადატანა მინაზე. ბოლო ეტაპზე, ვიტრაჟები უნდა გაშრება, რასაც სავარაუდოდ ორი კვირა დასჭირდება, ხოლო მათი მონტაჟი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.
წყარო:pl.aleteia.org
შოთა გიქოშვილი
Comentários