top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'მღვდლობა' – სიმპოზიუმი ვატიკანში


"დღეს, მღვდლობა ეკლესიისთვის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ვატიკანი მომავალ წელს გეგმავს საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომლის თემაც მღვდლობის დოგმატური თეოლოგია (ღვთისმტეყველება) იქნება“, – ინიციატივას აორგანიზებს ეპისკოპოსთა საქმეების კონგრეგაცია, რომელსაც სურს, რომ აღნიშნულ სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღოს ყველა ეპარქიის სასულიერო პირმა მთელი მსოფლიოდან.


„სიმპოზიუმის მიზანია, მღვდლობას უფრო ფართო თვალსაწიერიდან შეხედონ. არა მხოლოდ თავად მღვდლების გადმოსახედიდან, არამედ, ცვლილებების გადმოსახედიდანაც, რაც ხდება ეკლესიასა და თანამედროვე მსოფლიოში. ეს, ასევე ეხება მღვლდობის თეოლოგიური საწყისების აღმოჩენასა და მისი გაგების გაუმჯობესებას“, - ამბობს პაპის, გრიგორიანული უნივერსიტეტის პროფესორი მიშელინა ტენაჩე.

„პასუხი შეიძლება მოგვეჩვენოს ძალიან უბრალოდ, რომ მღვდლობის ფუნდამენტი ქრისტეა, მაგრამ სინამდვილეში არც ასეთი უბრალო საკითხია. პაპი ფრანცისკე გვახსენებს, რომ მღვდელი ღვთის სულით ცხებული წმიდა ხალხია. ეს საკმაოდ საინტერესო თემაა, თუმცა თუ მღვდლები არიან ღვთის ერის წარმომადგენლები და თუ მხოლოდ ერთი მღვდელია, ქრისტე, მაშინ რა კავშირი აქვს ქრისტეს მღვდლობასა და მსახურ მღვდლებს შორის, ნაკურთხ ადამიანსა და მათ შორის, რომლებსაც მიაწერენ მღვდლობას ნათლობის მეშვეობით? სიმპოზიუმი მღდვლობის შესახებ აუცილებლად მიგვიყვანს დისკუსიამდე, საერთო მღვდლობაზე ნათლობის მეშვეობით. ხელდასხმული მსახურნი ეკლესიისთვის შეუცვლელები არიან და ამას არავინ არ უარყოფს, ვინაიდან ისინი გვაძლევენ ზიარებას, ცოდვების მიტევების საიდუმლოს, მაგრამ დღეს ასევე აუცილებელია შეგვახსენონ, რომ მღვდელი მხოლოდ მღვდელი არ არის. ღვთის ერი შეუცვლელია, იმიტომ, რომ იგი გამოხატავს იმ ცხოვრებას, რომელიც მომდინარეობს ჩვენთვის ევქარისტიიდან, მიტევებიდან, ეს არის ცხოვრება სიყვარულით, ქარიზმით ცხოვრება, კულტურითა და სილამაზით ცხოვრება. ასეთი ხერხით ფუნდამენტური თეოლოგია მღვდლობის შესახებ კონცენტრირებული იქნება იმ ფაქტზე, რომ ჩვენ, ყველანი მოწოდებულნი ვართ წარმოვაჩინოთ ღმერთის არსებობა დედამიწაზე. ეს არის მღვდლობის თემა. ამ საკითხიდან გამომდინარეობს ისეთი პრობლემები, როგორებიც არის დეკლერიკალიზაცია და სულიერება. ეს კი სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან, კლერიკალიზმი მღვდლობის არასწორი გაგებიდან წარმოიშვა. მღდელი, როგორც სხვებისგან იზოლირებული, სხვებზე მაღლა მდგომი ადამიანი“, - განაცხადა რადიო „ვატიკანთან“ საუბრისას იტალიელმა თეოლოგმა.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი: შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page