31 იანვრიდან 5 თებერვლამდე პაპი ფრანცისკე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ სუდანს მოილოცავს. ორივე სახელმწოფოში უკვე მრავალი წელია შიდა კონფლიქტები მძვინვარებს, რაც დრამატულად აისახება ამ ქვეყნებში მცხოვრებთა ბედზე.
„ვიქნები მშვიდობის მომლოცველი“,- ასე მოიხსენია პაპმა თავისი მოგზაურობა აფრიკაში და მორწმუნეებს ლოცვა სთხოვა.
რიგით 40–ე საერთაშორისო მომლოცველობამდე, პაპმა მადლობა გადაუხადა აფრიკის ამ ორი ქვეყნის ხელისუფლებს მიწვევისთვის და მოიკითხა იქ მცხოვრები მოსახლეობა, რომლებიც პაპის ჩაბრძანებას ელოდებიან.
ამ ქვეყნებში მრავალი წელია შიდა კონფლიქტები მიმდინარეობს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ მხარე, შეიარაღებული კონფლიქტებითა და ადამიანთა ექსპლუატაციით იტანჯება. ამავდროულად, სამხრეთ სუდანი ჩამოიშალა მრავალწლიანი ომებით. ბოლო არ უჩანს დაუსრულებელ ძალადობას, რომელიც ბევრ ადამიანს აიძულებს გახდეს დევნილი რთულ პირობებში.
„ჩავალ სამხრეთ სუდანში კენტერბერის მთავარ ეპისკოპოსთან და შოტლანდიის ეკლესიის გენერალური ასამბლეის მოდერატორთან ერთად. ამრიგად, ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ, როგორც ძმები და მშვიდობის ეკუმენური მომლოცველნი. გთხოვთ ლოცვებს ამ მომლოცველობაში“, – თქვა პაპმა ფრანცისკემ.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments