top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ნიკეის კრების კრედო ქრისტიანებს აერთიანებს - პაპი მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს

პაპი ფრანცისკე აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიების ახალგაზრდა მღვდელმსახურებს შეხვდა და მოუწოდა გაერთიანდნენ ერთი, საერთო რწმენისადმი, პატივისცემითა და ძმური სიყვარულით.


„ჩვენი საერთო რწმენა, უპირველეს ყოვლისა, ურთიერთსიყვარულს მოითხოვს“, – ამის შესახებ პაპმა ისაუბრა მართლმადიდებელ მღვდლებთან შეხვედრის დროს, რომლებიც რომში სასწავლო მიზნით იმყოფებოდნენ. შეხვედრა ქრისტიანთა ერთიანობის დიკასტერიამ განახორციელა.


სომხური, კოპტური, ეთიოპური, ასირული და სხვა აღმოსავლური ეკლესიებიდან სასწავლო მიზნით რომში უკვე მეხუთედ შეიკრიბნენ მღვდლები და ბერები.

წმიდა მართას სახლში მღვდელმსახურებთან მისალმებისას, პაპმა ამ შეხვედრას "ნიჭების გაცვლა" უწოდა, რომელიც ხელს შეუწყობს საღვთისმეტყველო დიალოგს, გულმოწყალების დიალოგთან ერთად.


მან ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელს აღინიშნება ნიკეის კრების 1700 წლისთავი. ეს პირველი მსოფლიო კრება იყო, რომლის დროსაც შეიქმნა ნიკეის მრწამსი, როგორც რწმენის სიმბოლო, რომელიც აღიარებულია ყველა ქრისტიანის მიერ.


"გვწამს. ჩვენ, დანაწევრებული ქრისტიანები, დაშლილ ნაწილაკებს ვგავართ, რომლებმაც რწმენის ერთობლივი აღიარებით ერთობა უნდა აღვადგინოთ", – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ და დამსწრეებს შეახსენა, რომ ქრისტიანებს, უპირველეს ყოვლისა, ლოცვა აერთიანებს. "ღმერთთან კავშირი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი, ქრისტიანთა ერთობით. რომლებიც ერთსა და იმავე რწმენას ვაღიარებთ". 


პაპმა ყველა ქრისტიანს მოუწოდა გაერთიანდნენ ყველა ტრადიციასთან. „ჩვენი რწმენის აღიარებით, ვაღიარებთ ნიკეის კრების რწმენის სიმბოლოს. აღმოსავლურ ლიტურგიაში მრწამსის ლოცვას წინ უძღვის ფრაზა: „შევიყვაროთ ერთმანეთი, რათა სულის ერთობით ვაღიაროთ ჩვენი რწმენა მამაში, ძესა და სულიწმიდაში".


შეხვედრის დასასრულს, პაპმა გამოთქვა იმედი, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩამოსული მართლმადიდებელი მღვდელმსახურები და ბერები, დაეხმარებიან ერთობის აღდგენაში, რადგან ეკლესია ილტვის სრული ერთიანობისაკენ, რაზეც თვით იესო ლოცულობდა.


შოთა გოქოშვილი

Comments


bottom of page