top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ნოტების მბრძანებელი’ უნიკალური ჩანაწერი სიქსტეს კაპელიდან



1521 წლის 27 აგვისტოს, საფრანგეთში, კონდე-სურ-ლესკოში გარდაიცვალა რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიტორი – ჟოსკენ დეპრე. იგი 1450 წელს (ან 1455) დაიბადა. ჩვილი,დეპრეების გვარის ნათესავებმა იშვილეს.


დეპრეს ნიჭით აღფრთოვანებულმა მარტინ ლუთერმა მას “ნოტების მბრძანებელი” უწოდა. სწორედ ასე დაარქვა წმინდა საყდრის კომუნიკაციების დეპარტამენტმა პროექტს, რომელიც განხორციელდა ვატიკანში სიქსტეს კაპელაში, ანსამბლ De Labyrintho-ს შესრულებით და მაესტრო ვალტერტ ტესტოლინას ხელმძღვანელობით. პროექტის ფარგლებში, პაპის სამუსიკო კაპელასა და მაესტრო მასკოს პავალოს მიერ, ჟესკენ დეპრეს რამდენიმე ვოკალური ნაწარმოები ჩაიწერა.


აღნიშნული პროექტი დეპრეს, არა მხოლოდ როგორც კომპოზიტორის, არამედ როგორც ეკლესიის მსახურის პატივსაცემად შესრულდა. 1489-95 წლებში, რომში ყოფნისას იგი პაპის სიქსტეს სამუსიკო კაპელის მედავითნე იყო და თან ახლდა თავის მფარველს, კარდინალ ასკანიო სფორცას.


2022 წლის 27 აგვისტოს, რომის დროით 22.00 საათზე, „რადიო ვატიკანის“რუბრიკაში “სულიერი კონცერტი” სიქსტეს კაპელაში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაჟღერდება.



წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page