top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ნუთუ არ შეგვიძლია ახალი ურთიერთობის დაწყება?'- პაპი მართლმადიდებელ დელეგატებს


28 ივნისს, პაპი ფრანცისკე კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგატებს შეხვდა, რომლებიც ტრადიციისამებრ, წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს დღესასწაულისთვის ეწვივნენ.


მართლმადიდებელ სტუმრებთან მიმართვაში, პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ რომსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის დელეგატების გაცვლა, მათი ზეციური მფარველი წმინდანების დღესასწაულებზე, რეალური, თუმცა ჯერ არასრული ერთიანობის ნიშანია.


რომის ეპისკოპოსის განცხადებით, ამ წელს, ეს მოციქულთა მოხსენიების ერთ-ერთი პირველი დღესასწაულია, რომელიც იმართება COVID პანდემიის შეზღუდვების ფონზე, რომლის კრიზისიდანაც თავის დაღწევას მსოფლიო მთელი წელია ცდილობს.


"ამ კრიზისზე გაცილებით სერიოზული კრიზისია თავმდაბლობის გაკვეთილის გაუთავისებლობა, ვინაიდან შეუძლებელია ჯანმრთელი იყო დაავადებულ სამყაროში და უწინდებურად იცხოვრო. ჩვეულებრივი ცხოვრებისაკენ დაბრუნების უდიდეს სურვილში შეიძლება შეფარული იყოს უაზრო მოჩვენებითობა, დაბრუნება ცრუ უსაფრთო ცხოვრებაში, ჩვეული პროექტებისაკენ, რომლის მთავარი მიზანიც გამომდინარე საკუთარი ინტერესებიდან, მხოლოდ მატერიალური მოგებაა, სადაც არ ზრუნავენ პლანეტაზე უსამართლობის მოსპობაზე, ღატაკთა გამოძახილსა და ჩვენი პლანეტის არასტაბილურ ჯანმრთელობაზე. ქრისტიანებმა უნდა გააკეთონ თავისი არჩევანი, დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ, იმ ყველაფერიდან, რასაც ვაკეთებთ, რა დარჩება და რა მიეცემა დავიწყებას“.


ჩვენ გვჯერა მოციქულთა სიტყვების იმის შესახებ, რომ მხოლოდ სიყვარული დარჩება მარადიულად, ვინაიდან იგი არასდროს „არ გადაივლის“ (1კორ.13.8). მაშინაც კი, ყველაფერი რომ გაქრება და დადუმდება. აქ საუბარი არ არის საკუთარ გრძნობებზე, ემოციებსა და სურვილებზე აწყობილ რომანტიკულ სიყვარულზე, არამედ საუბარია კონკრეტულ სიყვარულზე, რომელიც აღძრავს ჩვენში სურვილს გავყვეთ ქრისტეს. ეს არის სიყვარულის თესლი, რომელიც მიწაში ჩავარდნის შემდეგ იძლევა ნაყოფს. ასეთი სიყვარული „არ ეძიებს თავისას, არამედ ყველაფერს იტანს, ყველაფრის სწამს, ყველაფერს ითმენს“ (1კორ. 13. 5-7). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახარება პირდება უხვ ნაყობფს მათ, რომლებიც მზად არიან გაუნაწილონ სხვებს, თესონ უხვად და უსასყიდლოდ თავმდაბლური მსახურების სულისკვეთებით", - აღნიშნა რომის პაპმა.


„ძვირფასო ძმანო და დანო, ნუთუ არ მოვიდა დრო, სულიწმინდის დახმარებით, შევუდგეთ ჩვენს გზებს ახალი იმპულსებით? რათა დავანგრიოთ ძველი წინაღობები და საბოლოოდ გადავლახოთ დამღუპველი ქიშპობა? ნუ დავხუჭავთ თვალს უთანხოებებზე, რომლებიც უნდა მოგვარდეს დიალოგის საშუალებით. ნუთუ არ შეგვიძლია ახალი ურთიერთობების დაწყება ჩვენს ეკლესიებს შორის გულმოწყალებითა და ჭეშმარიტებით, რომლებიც აღნიშნული იქნება გაცილებით მჭიდრო კავშირებით, რეალური ნაბიჯებითა და ნამდვილი ორმხრივი პასუხისმგებლობით? თუ დავემორჩილებით სიყვარულს, მაშინ სულიწმინდა, რომელიც არის მრავალფეროვნებაში ჰარმონიის მატარებელი ღმერთის შემოქმედებითი სიყვარული, გაგვიხნის გზას განახლებული ძმობისაკენ“.


გამყარებადი იმედი ერთობისა ქრისტიანებს შორის, ბევრისთვის ნიშანია, რომლებიც შეუდგებიან შერიგებისა და ძმობის საერთო გზას, რაც გამოასწორებს წარსულის შეცდომებს. ეს არის მშვიდობიანი მომავლის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება. კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის თანამშორმლობა სხვა რელიგიურ ტრადიციებთან დიალოგში იქნება წინასწარმეტყველების მშვენიერი ნიშანი" - ხაზი გაუსვა მიმართვის ბოლოს პაპმა ფრანცისკემ.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page