პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ვიზიტისას, აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, წმინდა იოანე პავლე მეორეს სიტყვები გაიხსენა და გაიმეორა:
„ნუ გეშინიათ!“, – წმინდა იოანე პავლე მეორის ამ სიტყვებმა შეცვალა მსოფლიო; ეს იყო გზავნილი, რომელმაც დაასრულა საბჭოთა ჩაგვრა და 30 წლის წინ,ეს მიწა (პოლონეთი) და მთელი აღმოსავლეთ ევროპა გაათავისუფლა; ეს არის გზავნილი, რომელიც დაასრულებს ამ უსამართლო ომის სისასტიკეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, იოანე პავლე მეორემ ვარშავაში პირველი სამოციქულო ვიზიტისას, გააჟღერა გზავნილი რწმენის ძალის, გამძლეობისა და ადამიანთა ძალის შესახებ.
წყარო: deon.pl
შოთა გიქოშვილი
Commentaires