top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ნუ შეგეშინდებათ გადაეშვათ წყალში იესოს დაძახებაზე“ – პაპი ახალგაზრდებს


იტალიელ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ვატიკანში ეროვნულ მომლოცველობაზე იმყოფებოდნენ, პაპმა პეტრეს მოედანზე ლოცვა აღავლინა. მოზარდებთან მიმართვისას რომის ეპისკოპოსმა განაცხადა: „მივიღეთ აღმდგარი იესო ქრისტეს ნათელი, რომელმაც დაამარცხა სიკვდილის სიბნელე. სამწუხაროდ, სქელი ღრუბელი უწინდებურად აბნელებს ჩვენს ეპოქას. პანდემიის კვალდაკვალ, ევროპა განიცდის ომის საშინელებას, ხოლო დედამიწის ბევრ რეგიონში მძვინვარებს უსამართლობა და ძალადობა, რომლებიც ანგრევენ ადამიანსა და პლანეტას. ყველა ამ სიტუაციაში მოზარდები იხდიან ძვირ საფასურს, უპირველეს ყოვლისა, ინგრევა მათი ოცნება მომავალზე, ბევრი ჩვენი ძმა და და კვლავ ელის აღდგომის ნათელს. ხშირად გვაქვს ცხოვრებაში განსაცდელი, ასეთ მომენტებში, ისე როგორც არასდროს, ვაცნობიერებთ ჩვენს სისუსტეებს, დაუცველობასა და მარტოსულობას. მსგავს სიტუაციებში ნუ შეგვეშინდება სიტყვისა: “მეშინია”, – აღნიშნა პაპმა და მოიშველია ღვთისმსახურებაზე გაჟღერებული, იოანეს სახარების ნაწყვეტი: „იმ ღამეს, მოწაფეებმა ისროლეს ბადეები წყალში, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს, დილით კი სიტუაცია შეიცვალა. როცა მათ გამოეცხადა იესო, კვალვ ჩააგდეს ბადეები წყალში და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ მათი სიმრავლის გამო ბადეები ეხეოდათ. მაშინ იოანემ თქვა: “ეს უფალია”! ხოლო პეტრე გადაეშვა ზღვაში. პაპმა მოუწოდა მოზარდებს ნუ შეეშინდებათ, არამედ თამამად მიანდონ თავიანთი ახალგაზრდული ინტუიცია ყველაფერში უფალზე მინდობით. იესო განაგრძობს ყოველი ჩვენგანის მოხმობას: “გამომყევი”! ამის მაგალითი იყო ქალწული მარიამი, ასეთივე მოზარდობის ასაკში, როცა იგი გამბედაობითა და სასოებით გაჰყვა ამ უცნაურ მოხმობას გამხდარიყო იესოს დედა. შეხვედრის ბოლოს, რომის ეპისკოპოსმა მადლობა გადაუხადა იტალიელ მოზარდებს და უთხრა: “დაე, აღმდგარი იესო იყოს ციხე–სიმაგრე თქვენი ცხოვრებისა. წადით მშვიდობით და იყავით ბედნიერები მშვიდობასა და სიხარულში”. წყარო: www.vaticannews.va შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page