top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ომები აღარასოდეს!' – მამა გაბრიელე ბრაგანტინი

გთავაზობთ მამა გაბრიელე ბრაგანტინის სტატიას ჟურნალ "საბას" მაისის ნომრიდან.


ორ მილიარდზე მეტი ადამიანი, ანუ დაახლოებით კაცობრიობის მეოთხედი, ომით დაზარალებულ რაიონში ცხოვრობს, - აღნიშნა ამას წინათ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა. ამასთანავე, ყოველდღიურად იზრდება ადამიანური, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, და დავამატებდი, რელიგიური ხარჯები.


შეიძლება ითქვას, რომ ,,ომით გამოწვეული გლობალური ტკივილი უპრეცედენტო ზღვარს აღწევს“. ომის მემკვიდრეობა და სასტიკი უთანასწორობა განაპირობებს მთელ რიგ ანომალიურ კონფლიქტებს, რომელთა კლასიფიცირებას ტრადიციული კანონების საფუძველზე ვერ მოვახდენთ. ეს არის ცვალებადი ხასიათის ომები, რაშიც სულ უფრო ნაკლებად ერთვებიან ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნები, უფრო მეტად ომებში ებმებიან არაკონვენციური მოთამაშეები, როგორიცაა,მაგალითად, ტრანსნაციონალური მაფია, ნარკოტრეფიკინგის თუ ტერორისტული ქსელის საკონტროლოდ.


შექმნილია ომის ბაზარი ე.წ. war market, რომელიც შეჯიბრის პრინციპზეა აგებული. ეს მდგომარეობა ყველა დონეს მოიცავს, ბრძოლის ინტენსივობიდან გამომდინარე, შედეგებს კი უმეტესწილად სამოქალაქო პირები იმკიან.


და რას აკეთებენ კონფლიქტების მოსაგვარებლად სახელმწიფოები, პოლიტიკა, რელიგია? ცნობილია, რომ სახელმწიფოები რასაც თავდაცვაში ხარჯავენ, იმის მუხუთედ კაპიტალს აბანდებენ. ის, რაც აერთიანებს ომების კალეიდოსკოპს აფრიკიდან ამერიკამდე, შუა აღმოსავლეთიდან აზიამდე, არის კოლექტიური რეპრესიები. ეს კონფლიქტები ან სრულიად იგნორირებულია საინფორმაციო რუკიდან, ან ცნობილია, როგორც ,,დაარტყი-გაიქეცი“, მაგრამ რა შედეგები მოჰყვება ამას?


მიანმარსა და სამხრეთ სუდანში ჰუმანიტარული დახმარებების მიზნით გაეროს მიერ გაკეთებულმა მოწოდებებმა ძლივს მიაღწია მოთხოვნილი თანხის 8%-ს, ხოლო უკრაინის კრიზისი, რომელიც ინფორმაციის სიჭარბით გამოირჩევა, 24 საათში 1,7 მილიარდი დოლარით დაფინანსდა. არადა, შეიძლება უკრაინაც კი ჩრდილში მოექცეს, თუკი კონფლიქტი გახანგრძლივდება ან, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება ომის შემდგომ აღდგენით ეტაპზე გადავიდეს.


მხოლოდ ომები როდია უხილავი. სამშვიდობო გზებიც კი, ხშირად ბუნდოვანი და უგულებელყოფილია. სწორედ ასე ხდება ამ მძიმე პერიოდში იემენში, ტიგრაში...


როდესაც ომის მიერ კაცობრიობისადმი მიყენებულ ,,ღრმა ჭრილობებზე“ვფიქრობთ, ვხვდებით, რომ მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ,,სრული, დაუღალავიერთგულება...“ და განათლება, რათა ,,აღმოიფხვრას ომისადმი ნდობა და მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი გამოსავალი“, საქმიანობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის წარმომადგენლებს და რაც პასუხობს ,,მთელი მსოფლიოს მოლოდინს, მეტიც, ისტორიის იმპერატივს: ,,ომები აღარასოდეს!“ ასე წერდა იოანე პავლე მეორე, როდესაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდს მოიგონებდა, რომელიც თავად განიცადა.


დღეს, როდესაც მესამე მსოფლიო ომზე საუბრობენ ,,ნაწილ-ნაწილ“, რაც არაერთხელ გაიხსენა ჩვენმა პაპმა ფრანცისკემ, საჭიროა განვაცხადოთ: ,,ომები აღარასოდეს!“


მამა გაბრიელე ბრაგანტინი


ჟურნალი "საბა" მაისი, 2022



Comentarios


bottom of page