საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს დეკრეტის საფუძველზე, არლისა და უდის სამრევლოების ვიკარი – მამა ბექა ჩილინგარაშვილი და ვალის სამრევლოს ვიკარი, ამავდროულად, ხიზაბავრა–ვარგავის ადმინისტრატორი – მამა მერაბ ტატალაშვილი სამრევლოებს შეიცვლიან.

2024 წლის ოქტომბრიდან, არლისა და უდის სამრევლოების ვიკარი, მამა ბექა ჩილინგარაშვილი ვალის სამრევლოს ვიკარად და ხიზაბავრა/ვარგავის სამრევლოების ადმინისტრატორად დაინიშნა. ხოლო მამა მერაბ ტატალაშვილი, რომელიც ამ დრომდე ვალის სამრევლოს ვიკარი და ხიზაბავრა/ვარგავის სამრევლოების ადმინისტრატორი იყო – არლის სამრევლოს ვიკარი გახდა. ფაქტობრივად, მათ მსახურების ადგილების გაცვალეს.
ცვლილებები ეპისკოპოსმა და ადმინისტრაციამ მიიღეს.
მამა მერაბ ტატალაშვილი მღვდლად 2018 წელს აკურთხეს:
2018–2021 წლებში გორისა და ბეთლემის სამრევლოების ადმინისტრატორი იყო; 2021–2022 წლებში იმყოფებოდა იტალიაში;
2022–2024 წლებში კი, ვალის სამრევლოს ვიკარად და ხიზაბავრა–ვარგავის სამრევლოების ადმინისტრატორად მსახურებდა.
რაც შეეხება მამა ბექა ჩილინგარაშვილი, იგი მღვდლად 2021 წელს ეკურთხა:
2021 წლიდან დღემდე მსახურებდა არლისა და უდის სამრევლოების ვიკარად.
მღვდლები ახალ სამრევლოებში საქმეს წინამძღვრებთან ერთად გაუძღვებიან. ამ დროისათვის:
არლისა და უდის სამრევლოების წინამძღვარია მამა დარიუშ კომადოვსკი;
ვალის სამრევლოს წინამძღვარია – მამა პაატა ქომოშვილი;
ხიზაბავრისა და ვარგავის სამრევლოების წინამძღვარი კი – მამა აკაკი ჭელიძე.
წესის მიხედვით, კათოლიკე ეკლესიაში ყოველ ხუთ წელში ერთხელ, მღვდელი მსახურების ადგილს იცვლის. ეს ეხება იმ მღვდლებს, რომლებიც რომელიმე ორდენს ან კონგრეგაციას არ წარმოადგენენ.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments