• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ორმა ჟურნალისტმა პიუს IX-ის სახელობის პრემია მიიღო


წმინდა მამა შეხვდა ჟურნალისტებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სამოციქულო ვიზიტების დროს, ჩვეულებრივ, მას სულ თან დაჰყვებიან. ორი მათგანი პაპ პიუს IX-ის სახელობის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა.



პაპმა ფრანცისკემ ჯილდო გადასცა ჟურნალისტ ვალენტინა ალაშრაკს, რომელიც 1979 წელს ტელევიზიასთან ერთად, პირველად ავიდა პაპის თვითმფრინავში და ასევე ჟურნალისტ ფილიპ პულელა ტეირერიდას. ისინი გახდნენ პიუს IX-ის დიდი ჯვრის ორდენის ქალბატონი და კავალერი.


პაპმა ჟურნალისტებთან მიმართვის დროს აღნიშნა, რომ ისინი არიან მისი თანამგზავრები ყველა ვიზიტისას, განსაკუთრებით კი გაიხსენა 2018 წელს გარდაცვლილი TACC-ის ჟურნალისტი ალექსეი ბუკალოვი. პაპმა აღნიშნა, რომ იგი მუდამ მის გულშია, ვინაიდან კეთილშობილი ადამიანი იყო.



წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი