გაზეთი “Corrire della sera” - ემერიტუს პაპთან, ბენედიქტე მეთექვსმეტესთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. იგი ამბობს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მძიმე იყო, თუმცა სრულიად გაცნობიერებულად მიიღო გადაწყვეტილება და დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა.
"პონტიფიკატობაზე უარის თქმა, რომელიც 8 წლის წინ მოხდა, საკმაოდ რთული გადასაწყვეტი იყო, თუმცა ეს სრულებით გაცნობიერებულად გავაკეთე და ამის შესახებ საერთოდაც არ ვნანობ", – კიდევ ერთხელ გაიმეორა ემერიტუსმა პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ. ამით მას სურს გამოეხმაუროს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ თითქოს წმიდა საყდრის მეთაურობიდან მისი გადადგომა შეთქმულება იყო და ასაკი არაფერ შუაში არ არის.
„ზოგიერთების აზრით, გადადგომის მიზეზი იყო Vatileaks- თან სკანდალი, ზოგი კი ფიქრობდა, რომ გეი-ლობისტების ნახელავია ეს, ზოგი სულაც ფიქრობდა, რომ კონსერვატიული ლეფებრისი თეოლოგის, რიჩარდ უილიმასონის დამსახურებით მოხდა. მათ არ სურთ დაიჯერონ, რომ ეს იყო ჩემი გაცნობიერებული გადაწყვეტილება. მე სინდისი სუფთა მაქვს“, – ამბობს ბენედიქტე მეთექვსმეტე.
ემერიტუსმა, პაპ ფრანცისკეს, ერაყში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და თქვა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, თუმცა სამწუხაროდ იგი ამ მძიმე პერიოდს დაემთხვა, რაც უფრო კოვიდპანდემიის თვალსაზრისით სარისკოა. ამას გარდა, ერაყში ვითარება არასტაბილურია. მე ვილოცებ პაპ ფრანსცისკესათვის“.
წყარო: sib-catholic.ru
თარგმანი – შოთა გიქოშვილი
コメント