• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ოსტრა ბრამას ღვთისმშობელი

Updated: Nov 17



ვილნიუსში, ოსტრა ბრამას სამლოცველოში არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი – „მოწყალე ღვთისმშობელი“.


ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რენესანსის დროინდელი ხატი ლიტვაში, რომელიც ცნობილია, როგორც „ცისკრის კარიბჭის მადონა“ან „ვილნიუსის მადონა“. სპეციალურად ამ სამლოცველოსთვის იგი მე-17 საუკუნეში მოხატეს და ჰოლანდიელი მხატვრის მარტინ დე ვოსის გრავიურების მიხედვით შეიქმნა.


300 წელზე მეტია, ოსტრა ბრამას ხატი ცნობილია თავისი სასწაულებით. მას პატივს მიაგებდნენ და სასწაულებრივად თვლიდნენ, როგორც კათოლიკეები, ასევე მართლმადიდებელი მორწმუნეები და უნიატები.


იგი მთელს მსოფლიოშია ცნობილი და მისი ასლები მრავლადაა სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებში.


ორიგინალი მოხატული იყო მუხის დაფებზე ტემპერის ტექნიკით, წებოთი და ცარცით. ნახატის ავტორი უცნობია. ზოგიერთი, მის ავტორობას მიაწერს ლუკაშს, კრაკოველ მხატვარს, რომელმაც მსგავსი ხატი 1624 წელს დახატა კრაკოვის ქრისტეს ხორცისა და სისხლის სახელობის ეკლესიისათვის. თუმცა, პროფესორი მარია კალამაისკა–საეედის აზრით, ხატი შესაძლოა დახატული იყოს ჰოლანდიელი მხატვრის, მარტინ დე ვოსის მიერ, დაახლოებით 1580 წელს. მასზე გამოსახულია მარიამი,მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით.


ამჟამად, მარიამის ხატი შემოსილია მოოქროვილი კაბით, თავზე ორი გვირგვინი და ოცვარსკვლავიანი შარავანდედიადგას, ბოლოში კი ვერცხლის მთვარით დასრულებული გამოსახულება. ლითონის კაბის ქვეშ, ოსტრა ბრამას დედუფალი წითელ კვართშია გამოწყობილი. კისერი ყელსახვევით აქვს დაფარული, თავი კი თეთრი მანდილით. მთელს ხატს აკრავს მომწვანო-ლურჯი მოსასხამი, რომლითაც თავსა და მხრებზეა შემოსილი. ხატის ფონი შეღებილია ყავისფრად.


იგი დამზადებულია ვილნიუსელი ყოფილი მხატვრის, იზაბელა ბოროვსკის მიერ და დააფინანსა რადომის ეპარქიის რიგითმა ეპისკოპოსმა, ედუარდ მატერსკიმ, რომელმაც მთელი გული ჩადო ამ საკურთხევლის შექმნასა და განვითარებაში.


ღვთისმშობელი ამ ხატში გამოსახულია, როგორც ხარების მომლოდინე ქალი.


ხატში გადმოცემულია ბიბლიური ტექსტის გამოცხადებიდან: “დიადი ნიშანი გამოჩნდა ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე" (გამოცხ. 12.1). ეს ნიშნები დაგვეხმარება, რომ ბიბლიაზე მყარი წარმოდგენა გვქონდეს. ხატი გვიჩვენებს, თუ რა დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ მარიამი არ დავკარგოთ ჩვენი ცხოვრების ბილიკებზე. მისგან ბევრი ღირებულების სწავლა შეგვიძლია. ცისკრის კარიბჭის ქალბატონის თავზე ორ გვირგვინს რომ ვუყურებთ, გვახსოვს, რომ ადამიანი შეიქმნა ღვთისთვის, ზეცისა და მარადისობისთვის.


წყარო: ostrobramska.pl


შოთა გიქოშვილი