ვატიკანმა გამოვალინა ოჯახის მსოფლიო შეხვედრის ოფიციალური სიმბოლო –„ხატი“. ნეობიზანტიური სტილის გამოსახულებაზე დატანილია ქორწილი გალილეის კანაში. ოჯახების შეხვედრა რომსა და მსოფლიოში ადგილობრივ ეკლესიებში 2022 წლის 22–26 ივნისს შედგება.
ოჯახის მსოფლიო შეხვედრების დღისთვის შექმნილი ოფიციალური „ხატზე“ დატანილია იესოს პირველი სასწაული, გალილეის ქალაქ კანას ქორწილში, სადაც მან წყალი ღვინოდ გადააქცია, თუმცა "ხატი" ერთგვარად პარადოქსულ (უჩვეულო) ცნობებს იძლევა. მაგალითად, მასზე იესო, რომელიც მარიამის წინ დგას და ხელში ბარძიმი უჭირავს, უკვე ჯვარცმულია. მსახური კი, რომელიც ბარძიმში წყალს ასხამს, (რომელიც შემდგომ ღვინოდ გარდაქმნა იესომ), იკონოგრაფიაში წარმოდგენილია, როგორც წმინდა პავლე.
„ხატზე“ ნეფე–პატარძალი მარცხნივ,ფარდის უკან დგას, ხოლო იესო და მარიამი მარჯვნივ.
ხატის სახელწოდება მომდინარეობს ეფესელთა მიმართწერილის ფრაზიდან: “დიდია ეს საიდუმლო”. მოციქული ამავე წერილში ქორწინების საიდუმლოს შესახებ საუბრობს და მას ქრისტესა და ეკლესიის ერთიანობას ადარებს.
ხატის ავტორია მამა მარკო ივან რუპნიკი, სლოვენიელი იეზუიტი და ნეობიზანტიური ხელოვნების პროპაგანდისტი,თანამედროვე დასავლეთის ეკლესიაში.
“ვფიქრობ, გზავნილს, რომელიც იკონოგრაფიის ისტორიიდან და ამ ხატიდან მომდინარეობს, იმ ფაქტამდე მივყავართ, რომ ქრისტიანებისათვის ოჯახი არა მხოლოდ ბუნებასთან შესაბამისი ცხოვრების წესია, როგორც ამას ვხედავთ ჩიტებსა და სხვა ქმნილებებში, არამედ ახალი სიცოცხლე, რომელიც მივიღეთ ქრისტეში. ქორწინების საიდუმლო ქრისტესა და ეკლესიის ერთობის გამოხატულებაა. ცოლ–ქმრული ერთიანობა გვაჩვენებს, რომ კაცობრიობა ღმერთთან სწორედ სიყვარულითაა შეერთებული. არა ვალდებულებით, არა რამე კანონზომიერებით, არამედ თავისუფალი სიყვარულით“, – ამბობს ავტორი.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments