30 მაისს, პაპმა ფრანცისკემ ოჯახების გლობალური შეთანხმების შესახებ გზავნილი (Family Global Compact) გამოაქვეყნა. აღნიშნული პროგრამა მოემსახურება ოჯახების სამწყსო კომისიებისა და ოჯახთა კვლევის ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობას.
„მსოფლიოსა და ეკლესიის მომავლისათვის ოჯახის კეთილდღეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - წერს წმინდა მამა პონტიფიკალური აკადემიის საჯარო მეცნიერებათა და საეროთა საკითხების დეპარტამენტის ინიციატივის, “ოჯახებისა და სიცოცხლისსაკითხების” კომენტირებისას.
გლობალური შეთანხმების იდეა გაჩნდა ოჯახებისა და ახალი გამოწვევების მნიშვნელოვანი კულტურული და ანთროპოლოგიური კვლევების შედეგად, რომლებსაც ოჯახი აწყდება. ვატიკანის პროექტი მოწოდებულია შეუწყოს ხელი ადგილობრივ ეკლესიებს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ კათოლიკური უნივერსიტეტების სამეცნიერო ნაშრომები და ძალისხმევა არ დაიშურონ სპეციალისტების მომზადების საქმეში.
„ჩატარებული კვლევები საუბრობენ ოჯახებში არსებულ კრიზისებზე. ბევრი ადამიანი უარს ამბობს ქორწინების საიდუმლოს მიღებაზე და ამჯობინებს ეფექტური ურთიერთობებს არაფორმალურ გზებს. თუმცა ოჯახი ყოველთვის სოციალური ცხოვრების პრიორიტეტული საწყისია, მისი გამოცდილება უნდა გავრცელდეს მთელს მსოფლიოში. ამ შემთხვევაში თავად ოჯახები უნდა იყვნენ მოწმეები და პროტაგონისტები“, - ამბობს რომის ეპისკოპოსი.
მისივეთქმით, ოჯახის შესახებ გლობალური შეთანხმება - სტატიკური პროგრამა კი არა, ოთხი ეტაპიდან შემდგარი გზაა. პირველ რიგში,საჭიროა საუნივერსიტეტო,საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრებს შორის ოჯახურ საკითხებზე დიალოგისა და გაძლიერებული თანამშრომლობის პროცესის გააქტიურება, რათა მათი საქმიანობა უფრო ნაყოფიერი გახდეს. კერძოდ კი, საუნივერსიტეტო ინსტიტუტების ქსელების შექმნა ანდა მათი განახლება, რომელიც შთაგონებული იქნება ეკლესიის სოციალური სწავლებით. მეორე კი,არის ურთიერთთანამშრომლობის ფართო სპექტრის განვითარება, რომლის შინაარსი და მიზანიც იქნება ქრისტიანულ მიმდინარეობებსა და კათოლიკურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაა. მესამე – საჭიროა საკრებულო და ოჯახური ცხოვრების კულტურის განვითარება, ახალი შეთავაზებებისა და მიზნების გამო, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკისათვის იქნება სასარგებლო. მეოთხე ეტაპი კი არის აღმოცენებული შეთავაზებების მხარდაჭერა და მათი ჰარმონიზება, რათა ოჯახის მსახურება გამდიდრდეს და მხარდაჭერილი იყოსსულიერ, სამწყსო, კულტურულ, სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალური განზომილებებში.
ადამიანური საზოგადოების შესახებ, ღვთის ჩანაფიქრთა უმრავლესობა სწორედ ოჯახში ხორციელდება. ამიტომაც, არ უნდა შევურიგდეთ მის დაცემას უსამართლობის, ინდივიდუალიზმისა და კონსუმერიზმის სახელით. არ უნდა დავრჩეთ გულგრილები ოჯახის მომავლის მიმართ, რომელიც არის სიყვარულისა და სიცოცხლის საკრებულო, მამაკაცსა და დედაკაცს შორის არსებული ურღვევი და უცვლელი კავშირი, რომელიც არის თაობების შეხვედრის ადგილი, საეკლესიო და საერო საზოგადოების იმედი და ღირსება.
გზავნილის ბოლოს, წმინდა მამამ მადლობა გადაუხადა ოჯახის გლობალური შეთანხმების მონაწილეებს და სთხოვა მათ,შემოქმედებითად და რწმენით ჩადონ ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს ოჯახის დაბრუნებას სამწყსო და სოციალური მოვალეობების ცენტრში.
შოთა გიქოშვილი
Comments