• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ოჯახი საზოგადოების ცენტრში მოაქციეთ’ – პაპი ფრანცისკე

პაპი ფრანცისკემ აღნიშნავს, რომ პორნოგრაფია, მუდმივი თავდასხმაა ქალისა და მამაკაცის ღირსებაზე და იგი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხედ უნდა გამოცხადდეს.


10 ივნისს, რომში, ოჯახების მსოფლიო დღისთვის დაგეგმილ შეხვედრამდე ორი კვირით ადრე, პაპმა ფრანცისკემ შეხვედრაზე მიიღო „ევროპის კათოლიკე ოჯახთა გაერთიანების“ დელეგატები. ამ ორგანიზაციას დაარსებიდან 25 წლის იუბილე აქვს.


პაპმა სინანულით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ბევრი ოჯახისთვის ტრაგიკული და დრამატულ მომენტია. წმინდა მამა, ასევე 6 მაისს ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეუერთდა. „დედებს და მამებს, მათი ეროვნების მიუხედავად, არ სურთ ომი. ოჯახი არის მშვიდობის სკოლა. ოჯახები და ოჯახთა ასოციაციები ლიდერობენ ლტოლვილების მიღების საქმეში, განსაკუთრებით ლიტვაში, პოლონეთსა და უნგრეთში“.


პაპმა აღნიშნა კათოლიკე ოჯახთა გაერთიანების ფედერაციის სამსახურის ორი ძირითადი ასპექტი: ის არის ოჯახების ხმა ევროპულ ინსტიტუტებში; ის ქმნის ოჯახების ქსელებს მთელს ევროპაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში,ფედერაციას შეუერთდა ოჯახების ათი ახალი ასოციაცია და ოთხი ქვეყანა, მათ შორის უკრაინა.


საიუბილეო თარიღის პატივსაცემად, ფედერაციამ მოაწყო ვატიკანის საეროთა საკითხებისა, ოჯახთა და სიცოცხლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, სემინარი, რომელიც ფოკუსირებული იყო ევროპაში შობადობის პრობლემაზე.


ეპოქის ცვლილება, რომლის შესახებაც პაპმა არაერთხელ განმარტა, ხშირად აიძულებს ოჯახებს სულით დაცემას მაგრამ „ღვთის მადლით ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიმუშაოთ იმედითა და ნდობით, ეკლესიასთან ეფექტური ერთიანობით“, ხაზგასმით აღნიშნა პაპმა და შემდეგ ჩამოთვალა ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც დღეს ოჯახების წინაშე დგას. ერთ-ერთი მათგანი დაკავშირებულია „თაობათა სოლიდარობასთან“, რაც მართლაც რთულია „დაბერებულ“ ევროპაში, რომელიც უარს ამბობს შვილებზე.


„აუცილებელია, რაც შეიძლება ხშირად დაჟინებით მოვითხოვოთ, რომ საოჯახო პოლიტიკა არ განიხილებოდეს, როგორც სახელმწიფოს ძალაუფლების ინსტრუმენტი. ის, პირველ რიგში,დაფუძნებულია თავად ოჯახების ინტერესებზე. სახელმწიფოებმა უნდა მოხსნან ბარიერები ოჯახებში გამრავლებისთვის და აღიარონ, რომ ოჯახი არის საერთო სიკეთე, რომელიც უნდა წახალისდეს, რასაც დადებითი შედეგები მოჰყვება ყველასთვის“.


პაპმა შეაქო ფედერაციის მიერ ახლახან მიღებული დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ „შვილების რაოდენობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს უპასუხისმგებლოდ შემოქმედებისა და მისი ბუნებრივი რესურსების მიმართ“.


ევროპის კათოლიკე ოჯახთა გაერთიანებათა ფედერაციას მიმართვისას, პაპმა ხაზი გაუსვაპორნოგრაფიას, როგორც მუდმივ თავდასხმას ქალისა და მამაკაცის ღირსებაზე. „პორნოგრაფია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხედ უნდა გამოცხადდეს“, - აღნიშნა წმინდა მამამ.


„ოჯახების ქსელები, სკოლებთან და ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობით, ფუნდამენტურ როლს ასრულებენ ამ ჭირის თავიდან აცილებაში და პორნოგრაფიაზე დამოკიდებულების მორევში ჩავარდნილთა ჭრილობების განკურნებაში“.


„ადამიანის ღირსებას ასევე მძიმედ აზიანებს სუროგატი დედობის არაადამიანური, სულ უფრო გავრცელებული პრაქტიკა, თითქმის ყოველთვის ღარიბი ქალების გამოყენება“.


პანდემიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, წმინდა მამამ აღნიშნა მზარდი მარტოობა, მათ შორის ოჯახების მარტოობა. მათი კავშირი ზიარებებთან ხშირად მხოლოდ ვირტუალურ დონეზე იყო დასული.


„ოჯახთა ასოციაციები მარტოობის ანტიდოტია, ქორწინებაზე დაფუძნებული ოჯახი ყველაფრის ცენტრში უნდა იყოს. ეს არის ჩვენი საზოგადოების პირველი უჯრედი და ასეთად უნდა იყოს აღიარებული უნიკალური და განუყოფელი შთამომავლობის ფუნქციით“, - აღნიშნა წმინდა მამამ.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი