top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაკისტანის მთავრობამ კორონავირუსით გარდაცვლილი მონაზონი ორდენით დააჯილდოვა


ქველმოქმედი მონაზონი, რომელიც ბავშვთა სახლში კორონავირუსით დაინფიცირდა და 2020 წელს გარდაიცვალა, პაკისტანის ხელისუფლებამ, საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, სახელმწოფოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ორდენით დააჯილდოვა.

მონაზონი 52 წელი ზრუნავდა უსახლკარო ბავშვებზე, ობლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.


„მოხარულები და ამაყები ვართ იმით, რომ პაკისტანის ხელისუფლებამ მონაზონი რუთი ლუისი, თავისი დამსახურებების გამო საზოგადოების წინაშე, გარდაცვალების შემდეგ სრულყოფილების ვარსკვლავის ორდენთ დააჯილდოვა“, - განაცადა Agenzia Fides-თან ინტერვიუში კარაჩის არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა ჯოზეფ კუტსმა – „ეს ორდენი ითვლება ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოდ პაკისტანის სახელმწიფო ჯილდოებს შორის და მას გადასცემენ საზოგადოებრივი ცხოვრებისა და კულტურის სფეროში განსაკუთებული ღვაწლისათვის“.


არქიეპისკოპოსი მადლიერებას გამოთქვამს პაკისტანის ხელისუფლების მიმართ კათოლიკე მონაზვნის დამსახურებების აღიარებისათვის: „ჩვენ მადლობას ვუხდით და რუთსა და „ქრისტე მეფის“ ორდენის ფრანცისკელ მისიონერ მონაზვნებს, მიუსაფარი ბავშვების მსახურებისათვის“, - განაცხადა კარდინალმა.


პაკისთანში, საპორტო ქალაქ კარაჩში არსებულ გაჭირვებას მონაზვნები 1959 წლიდან გამოეხმაურნენ და საკუთარ თავზე აიღეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური სირთულეების მქონე ბავშვებზე ზრუნვა. ბავშვთა თავშესაფარის დამაარსებლის, და გერტრუდ ლემენსის გარდაცვალების შემდეგ, და რუთმა თავის თავზე აიღო თავშესაფრის შენახვის პასუხისმგებლობა. მისი სიყვარულის, გამუდმებული შრომისა და მოთმინების წყალობით „მშვიდობისა და სიყვარულის სახლი“ 21 მილიონიან ქალაქში, ერთ-ერთ უდიდეს დაწესებულებად გადაიქცა.


„და რუთი იყო ძალიან კეთილი, საქმიანი და თავმდაბალი ადამიანი. ამავდროულად, ფლობდა უდიდეს ცოდნას, გამოცდილებასა და სიყვარულს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად პრობლემური ბავშვების მიმართ. იგი დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა კარაჩის ხელისფულებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქველმოქმედო ფონდებში. სინდის პროვინციის ხელისუფლება მას პატივს სცემდა მისი თავმდაბლობისა და სიკეთისათვის, შრომის გამო, რომელსაც თავი მიუძღვნა მონაზონმა 52 წლის განმავლობაში. ქალაქში მას უწოდებდნენ მიტოვებულთა დედას, იგი მართლაც ყველა ბავშვის დედა იყო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, - აღნიშნა კარდინალმა.


და რუთ ლუისი 2020 წლის 8 ივლისს კორონავირუსის ინფექციის გამწვავებული ფორმით მოხვდა საავადმყოფოში და 20 ივლისს გარდაიცვალა. იგი ბავშვთა თავშესაფარში დაინფიცირდა, ამავე დაწესებულებაში იმ დროს 21 ბავშვს დაუდგინდა COVID-19.


2014 წლის 18 იანვარს და რუთს გადასცეს კარაჩის სიამაყის ჯილდო განსაკუთრებულ ბავშვეთან თავდადებული შრომისათვის, ხოლო 2018 წელს, სინდის პროვინციის გუბერნატორმა იგი დააჯილოდვა ადამიანების მსახურის ჯილდოთი. ხელისუფლებამ და რუთს პირადად შეატყობინა თავშესაფარის ტერიტორიაზე ახალი სამ სართულიანი შენობის აშენების შესახებ, რომელიც მიეძღვნა მისი დაარსების 50 წლისთავს.


წყარო: sib-catholic.ru


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

Commentaires


bottom of page