top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პანდემიის გამო, დიდ ოთხშაბათს „ნაცრისყრის“ წესი შეიცვალა


ფოტოზე - ახალციხის სამრევლო, მამა ალექ ვაიციახოვიჩი. 2019 წელი

ღვთისმსახურების კონგრეგაციამ გამოაქვეყნა წესდება, სადაც დაზუსტებულია ის პროცედურები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ მღვდლებმა დიდმარხვის პირველი ლიტურგიისას.


კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შეზღუდვები კვლავ მოითხოვს ყურადღებას და ეს ლიტურგიის კონტექსტშიც აისახა.


ღვთისმსახურების კონგრეგაციამ და საიდუმლოთა სადისციპლინო საბჭომ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს წესდება, რომელიც სასულიერო პირებმა უნდა გაითვალისწინონ მორწმუნეებისათვის სიმბოლურად თავზე ნაცრის დაყრის დროს, 17 თებერვალს, დიდ ოთხშაბათს, მაშინ, როცა კათოლიკე ეკელესიაში დიდმარხვა იწყება.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნაკურთხი წყლით ნაცრის კურთხევის შემდეგ, მღვდელი მორწმუნეებს სიტყვებით მხოლოდ ერთხელ მიმართავს, როგორც ეს რომაულ კონდაკშია ფორმულირებული: „მოინანიე და იწამე სახარება, ანდა გახსოვდეს ადამიანო, მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“.


შემდეგ, მღვდელი გაიწენდს ხელებს, გაიკეთებს ნიღაბს ისე, რომ დაუფაროს ცხვირი და პირი და თავზე აყრის ნაცარს მათ, რომლებიც მას მიუახლოვდებიან, ან თუ ამის საჭიროებაა, თავად მიდის ხალხთან. თითეულ ადამიანს მღვდელი თავზე ნაცარს აყრის ისე, რომ არაფერს წარმოთქვამს.


წყარო: Vaticannews.va


თარგმანი - შოთა გიქოშვილი
0 comments

Comments


bottom of page