top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპად არჩევის მე–12 წლისთავს პაპი ფრანცისკე კლინიკაში აღნიშნავს

პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატობის მეთორმეტე წელი საკმაოდ განსხვავებულია, იგი ამ დღეს ჯემელის კლინიკის მეათე სართულზე, პალატაში შეხვდება.



მისი ჯანმრთელობის შესახებ ბოლო მონაცემები იმედს ბადებს, რომ კრიზისმა გაიარა და იგი მალე დაუბრუნდება ვატიკანს.


ბოლო წელს მან:

–  შეასრულა კონტინენტთაშორისი, ყველაზე გრძელი მოგზაურობა ინდონეზია, პაპუა ახალი გვინეა, ჩრდ. ტიმორი, სინგაპურ;

–   მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო სინოდი თემაზე „სინოდურობა“;

–   გააღო ‘წმიდა კარი’ და გახსნა საიუბილეო წელი.



პეტრეს მემკვიდრე სნეულებთა ერთად გაიზიარა მათი ტანჯვა და ლოცმშვიდობისათვის.


12 წლის მანძილზე, არცერთხელ დაუსრულებია რაიმე შეხვედა, ქადაგება თუ ლოცვა, რომ ბოლოს არ ეთხოვა: "არ დაივიწყოთ ჩემთვის ლოცვა".

ახლა, იგი იღებს სითბობსა და სიყვარულს, როგორც მორწმუნეების, ასევე უბრალოდ მისთვის კეთილისმსურველებისგან. 


მადლობა წმიდა მამას მისი სწავლებისთვის, მისი ჯერ კიდევ სუსტი ხმისთვის, რომელც გაისმა ჯემელის კლინიკიდან წმიდა პეტრეს მოედანზე სავარდის ლოცვისას. ეს ჯერ კიდევ სუსტი ხმა მოგვიწოდებს მშვიდობის, დიალოგისა და  თანაგრძნობისაკენ. ჩვენ გვჭირდება პაპის ხმა!“


2013 წლის 13 მარტიდან ხორხე მარიო ბერგოლიო, 266–ე პაპია და იგი პაპ ფრანცისკედ იწოდება. იგი წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაურს. სახელი „ფრანცისკე“ აიღო წმინდა ფრანცისკე ასიზელისგან. იგი პირველი იეზუიტი პაპია, პირველი ამერიკის სუბკონტინენტიდან და პირველი სამხრეთ ნახევარსფეროდან.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page